„თიბისი ბიზნესისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შეხვედრების ახალ ციკლს „ხუთშაბათის შეხვედრებს“ იწყებს. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, ყოველ შეკრებაზე კონკრეტულ ინდუსტრიაში, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები ერთ სივრცეში იმსჯელებენ მათ მიდგომებზე ბიზნესის მართვის სპეციფიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ეს იქნება მარკეტინგი, მართვის სტილი, თანამშრომლებთან ურთიერთობა და სხვა.
ღონისძიების მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაცია და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე. შეხვედრები თვეში ერთხელ, Marketer.Ge-სთან და VISA-სთან კოლაბორაციით ჩატარდება, პირველი კი 5 ოქტომბერს გაიმართება, რომლის მონაწილეების შესახებ ინფორმაციას მალე გაგაცნობთ.