in

თიბისის ბიზნესტრენინგებზე დასწრება უკვე „ონლაინ“ არის შესაძლებელი

თიბისის ბიზნესტრენინგები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებისთვის იმართება, თიბისის ტრენინგ-ცენტრიდან „ონლაინ“ სივრცეში ინაცვლებს.

თიბისის ბიზნესმომხმარებლებს უკვე შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო თემატიკის ტრენინგებს სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ და ისეთი სფეროების შესახებ მიიღონ უახლესი ინფორმაცია, როგორებიცაა: ფინანსები, მარკეტინგი, საჯარო გამოსვლები, IFRS და სხვა.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, პირველი „ონლაინ “ტრენინგი „თიბისი ბიზნესისთვის“ ინიციატივით უკვე ჩატარდა. დავით პაპიაშვილმა დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია საგადასახადო სიახლეებზე მიაწოდა.

თიბისის ბიზნესტრენინგებზე დარეგისტრირება შესაძლებელია ვებგვერდზე – www.tbcbusiness.ge.

ბიზნესტრენინგები თიბისის ინიციატივით უკვე 6 წელია იმართება და მას სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი მენტორები უძღვებიან.

ამ დრომდე თიბისის ბიზნესტრენინგი სხვადასხვა ბიზნესის 28 000-მა წარმომადგენელმა გაიარა.

[R]

„ჩიკორი“ COVID-19-ის წინააღმდეგ – გაზრდილი პასუხისმგებლობა და გამოწვევებთან გამკლავების მიდგომები

როგორ შეგიძლიათ ფსიქიკური კეთილდღეობის შენარჩუნება იზოლაციაში ყოფნისას