in

თიბისი კაპიტალის სტუდენტურ პროგრამაზე — „კემპი“ რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე დარჩა

თიბისი კაპიტალის სტუდენტურ პროგრამაზე — „კემპი“ რეგისტრაციის დასრულებამდე მხოლოდ 1 დღეა დარჩენილი. „კემპის“ ახალი სეზონი სულ მალე დაიწყება. და თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი და გაინტერესებს ფინანსები, საინვესტიციო საბანკო საქმიანობა ან ეკონომიკა, პროგრამა შენთვისაა.

პროგრამის მიზანია, რეალურ სამუშაო გარემოში მიიღო საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება.

წარმატებული მონაწილეობის შემთხვევაში, შანსი გაქვს, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრი გახდე. ასევე, თუკი შენი გუნდი პირველ ან მეორე ადგილზე გავა, თიბისი ბანკის აქციების მფლობელი გახდები.

ამასთან, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავებ.

ფინალური ეტაპი ქალაქგარეთ ჩატარდება, სადაც ფინალისტი ჯგუფები დავალებებზე თიბისი კაპიტალის გუნდის წევრების მენტორობით იმუშავებენ. გამარჯვებულებს კი ჟიური გამოავლენს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გაცნობით ვებინარს დაესწრო. ვებინარზე დასასწრებად, დარეგისტრირდი.

პროექტის ეტაპების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ნახავ ამ ბმულზე და ასევე გაიცნობ „კემპის“ შარშანდელ გამარჯვებულებს, რომლებიც მოგიყვებიან რას საქმიანობენ დღეს თიბისი კაპიტალში.

[პარტნიორის კონტენტი]

„ყველა სადღესასწაულო ამბავი ერთნაირი არ არის“ — ამერიკის წითელი ჯვრის კამპანია

Calligraphy Tower-ის ცათამბჯენის C ბლოკში გაყიდვები დეკემბრიდან იწყება!