in

6 ყოველდღიური საჭიროება, რომლებსაც თიბისის ციფრული ბანკი მოგიგვარებს

თიბისის ტექგუნდი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებლებს შესთავაზოს საბანკო აპლიკაციის მოხმარების საუკეთესო გამოცდილება. თიბისისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებლებს მისცეს საშუალება, თავიანთი საბანკო ოპერაციები დამოუკიდებლად განახორციელონ, სადაც არ უნდა იყვნენ.

ამ მიზნით, თიბისიმ აპლიკაციაში ბარათების მართვა კიდევ უფრო გაამარტივა:

  1. თუ ტერმინალზე პინკოდის რამდენჯერმე არასწორად შეყვანის გამო  ბარათი დაგებლოკა, აპლიკაციაში 3 მარტივი ნაბიჯით შეგიძლია მოხსნა ბლოკი და გადახდა განაგრძო, მთავარი გვერდიდან ბარათზე გადადი და დააჭირე „განბლოკვას“.
  2. ხშირი შემთხვევაა, როცა ბარათის პინკოდი გავიწყდება. მისი განახლება კი პირდაპირ აპლიკაციიდან შეგიძლია – უბრალოდ, უნდა აირჩიო სასურველი ბარათი აპლიკაციაში, დააჭირო დამხმარე ღილაკს –  „პინკოდის შეცვლა“, გაიარო უსაფრთხოების ეტაპი სმს-ით და პირდაპირ აპლიკაციიდან განაახლებ პინკოდს. ამისათვის არც ფილიალში ვიზიტი გჭირდება და არც კონტაქტცენტრში დარეკვა.
  3. ონლაინშოპინგის დროს  ბევრ ვებგვერდზე გადახდისას საჭიროა ბარათის დეტალების შეყვანა. ციფრულ ბანკში შევქმენით მარტივი დამხმარე ღილაკი –  „ბარათის დეტალები“, რომელზეც  თითის 2 დაწკაპუნებით, საფულის ძიების გარეშე, ნახავ შენი ბარათის დეტალებს და გააგრძელებ შოპინგს.
  4. ბარათის  დაკარგვის შემთხვევაში, იმისათვის, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნო, შეგიძლია რამდენიმე წამში აპლიკაციიდან დაბლოკო შენი ბარათი, კონტაქტცენტრში დარეკვის გარეშე. სადაც არ უნდა იყოს შენი ბარათი, ის ერთი თითის დაწკაპუნებით იქნება დაცული, ხოლო თუ აღმოაჩენ, რომ ბარათი ჩანთის ბოლოში იმალებოდა, იქვე, აპლიკაციაში ბლოკის მოხსნასაც შეძლებ.
  5. ციფრულ ბანკში გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაც შეგიძლია. შეხვალ ტრანზაქციებში და ღილაკს „ტრანზაქციის დაბრუნებას“ დააჭერ, თანხა ბარათზე დაგიბრუნდება, გადასახდელი ჯამი კი განაწილდება თვეებზე.
  6. და ბოლოს, ხანდახან აღმოვაჩენთ ისეთ შეთავაზებას, რისთვისაც კონკრეტული ბარათი გვჭირდება. ციფრული ბანკიდან შეგიძლია, საბარათე ნაკრები დისტანციურად გამოიწერო. ირჩევ შენზე მორგებული ნაკრების პირობებსადა ფერს, მისამართს, სადაც კომფორტული იქნება ბარათის მიღება და მას 24 საათში ადგილზე მოგიტანენ. სანამ ფიზიკურ ბარათს ელოდები, ციფრული ბანკიდან ციფრული ანალოგით მომენტალურად შეძლებ სარგებლობას და არ გამოტოვებ შენთვის სასურველ შეთავაზებას.

თიბისი ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებელს ციფრულ ბანკში კიდევ უფრო მეტი ინოვაციური და მათ საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალები შესთავაზოს.

გადმოწერე ციფრული ბანკი და გაიმარტივე ყოველდღიურობა.

[პარტნიორის კონტენტი]

ვისკის ბოთლი, როგორც ხელოვნების ნიმუში

CHATGPT მოერევა თუ ქოფირაითერი? ორივეს პასუხი სტატიაშია