ბიზნეს ქოუჩინგი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გაგონილი ტერმინია და თუ მისი მნიშვნელობა ვინმესთვის ბუნდოვნად ჟღერს, აგიხსნით, რომ ბიზნეს ქოუჩი არის პროფესიონალი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა კომპანიასთან, მათ მენეჯერებთან და თანამშრომლებთან. ბიზნეს ქოუჩის დახმარებით კომპანიები ქმნიან განვითარების ხედვას და ამაღლებენ თავიანთ ლიდერულ კომპეტენციებს, რათა ფეხი აუწყონ ცვალებადი ბიზნეს გარემოს მოთხოვნებს. ბიზნეს ქოუჩის დახმარებით კომპანიები გადიან იმ ორგანიზაციულ შედეგებზე, რომელიც მანამდე წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ქოუჩინგი აღვიძებს ადამიანების პოტენციალსა და მოტივაციას, ხოლო შედეგები გაზომვადია, რაც ბიზნესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამ მიზეზების გათვალისწინებით, თიბისი კონცეპტსა და თიბისი ბიზნესისთვის, Coaching Lab-თან პარტნიორობის ფარგლებში,ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის სასიამოვნო სურპრიზი აქვთ – 27 ოქტომბრიდან დაიწყება ახალი პროგრამა: „ბიზნეს ქოუჩინგი: ლიდერობის ახალი პარადიგმა”. ის არის ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის, ICF-ის მიერ, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად აკრედიტებული სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებში ლიდერობის პარადიგმის ცვლილებაზე. მათ, ვისაც გსურთ, გახდეთ პროფესიონალი ბიზნეს ქოუჩი, შეისწავლოთ ქოუჩინგის საბაზისო და პრაქტიკული კომპეტენციები, ეს პროგრამა დაგეხმარებათ. მისი დასრულების შემდეგ თქვენ გაცნობიერებული გექნებათ 21-ე საუკუნის ლიდერობის მნიშვნელობა და გზები, თუ როგორ მოარგოთ თანამედროვე ბიზნეს მოდელები თქვენს ახლებურ ხედვას.
თიბისისთვის, რომელიც განათლების აქტიური მხარდამჭერია, ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა განათლებისა და თვითგანვითარებისთვის.
„თიბისი კონცეპტი პერსონალური საბანკო მომსახურებაა და მისი მთავარი ინსპირაცია ადამიანები და მათი მრავალფეროვანი ინტერესებია. ჩვენ ვცდილობთ, საბანკო სერვისებსა და პროდუქტებთან ერთად, შევქმნათ სხვადასხვა შესაძლებლობა, რომელიც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილზეა მორგებული. წლის მანძილზე საკმაოდ დატვირთულ კალენდარს ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს, დაწყებული მუსიკალური ფესტივალებით, დამთავრებული სხვადასხვა კულტურული თუ სახელოვნებო ღონისძიებებით, რომელთა უმრავლესობასაც ჩვენი ბრენდის მულტიფუნქციური სივრცე მასპინძლობს. ჩვენ ვცდილობთ, ადამიანებს მივცეთ მუხტი ახალი აღმოჩენებისთვის, რისი განუყოფელი ნაწილიც, რა თქმა უნდა, განათლება და თვითგანვითარებაა.
შესაბამისად, ყოველთვის ვეძებთ სანდო პარტნიორებს სხვადასხვა სფეროდან და მათთან თანამშრომლობით გვსურს, ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს ახალი აღმოჩენების გაკეთებაში. ქოუჩინგ ლაბთან ერთად ჩავატარეთ შეხვედრების სერია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში. შეხვედრების თემა ძირითადად კრიზისულ პირობებში ლიდერობას ეხებოდა, რაც დღევანდელ დღეს ყველასთვის მნიშვნელოვანი და აქტუალურია.
შეხვედრების ამ სერიამ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია ჩვენს მომხმარებლებში და შესაბამისად, ქოუჩინგ ლაბის პროექტი პროფესიული ბიზნეს ქოუჩინგის მიმართულებით, ჩვენი თანამშრომლობის ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია”, – მაკუნა თავბერიძე, თიბისი კონცეპტის მარკეტინგის ლიდერი.
სატრენინგო შეხვედრებს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7 ნომერში უმასპინძლებს. პროგრამა 4 მოდულისგან შედგება და ჯამში 84 სატრენინგო საათს მოიცავს როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ მენტორინგს (ჯამში 10 სთ). ამასთან პროგრამაში შედის პრაქტიკები სუპერვიზიის თანხლებით, ინდივიდუალურად მუშაობა და გამოცდა.
პროგრამის თარიღებია:
- მოდული 1: კულტურა — 27-29 ოქტომბერი
- მოდული 2: ორგანიზაცია — 24-26 ნოემბერი
- მოდული 3: მართვა — 22-24 დეკემბერი
- მოდული 4: ადამიანი — 2-4 თებერვალი
თითოეულ თემაში მოცემულია როგორც თეორიული მასალა, ისე პრაქტიკული ინსტრუმენტები, ქოუჩის კომპეტენციები და ბიზნეს ქეისები.
„პროგრამა 4 განზომილებაში მიმოიხილავს ბიზნესის განვითარებას: კულტურა, ორგანიზაცია, მართვა და ადამიანი. სწორედ ამ ოთხი ფაქტორის სინერგია ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები იზრდებიან და გუნდურად გადიან მაღალ ბიზნეს შედეგებზე.
პროგრამის მიმდინარეობის 5 თვის განმავლობაში მონაწილეები ავითარებენ ქოუჩინგის ძირეულ კომპეტენციებს. ეს არის დაუვიწყარი მოგზაურობა საკუთარ თავში, ვინაიდან ხდება ლიდერობის პარადიგმის გადაფასება და იმ მიდგომების გამომუშავება, რომლის გარეშეც დღევანდელ სამყაროში შეუძლებელია თანამედროვე, მზარდი ბიზნესის შენება.
ჩართული მონაწილეები მნიშვნელოვნად აიმაღლებენ მართვის, კომუნიკაციის, სტრატეგიული აზროვნების, გუნდური მუშაობისა და ემოციური ინტელექტის უნარებს. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ კი პრაქტიკას გაივლიან ქართულ კომპანიებში“, – ეკატერინე ბაბუნაშვილი, Coaching Lab-ის მმართველი პარტნიორი.
ალბათ დაინტერესდებით, თუ ვინ გასწავლით. პროგრამას გაუძღვებიან:
- ეკატერინე ბაბუნაშვილი — ქოუჩინგ ლაბის მმართველი პარტნიორი, სერტიფიცირებული ბიზნეს ტრენერი, PCC ქოუჩი 10-წლიანი საერთაშორისო გამოცდილებით, ICF საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი.
- ირინა ჭოჭუა — ქოუჩინგ ლაბის დამფუძნებელი პარტნიორი, სერტიფიცირებული ქოუჩი 10-წლიანი გამოცდილებით, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეიროლინგვისტურ პროგრამირებაში, TED-ის სპიკერი.
- დეა ჩხაიძე — ფსიქოლოგი, PCC ქოუჩი, ადამიანებისა და ორგანიზაციის განვითარების კონსულტანტი და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ადამიანებისა და კულტურის დირექტორი.
- სტეფან ბანაჩი — ჰამბურგის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მაგისტრი, PCC ქოუჩი, ადამიანური კაპიტალის განვითარების კონსულტანტი საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილებით და საკონსულტაციო კომპანიის BCD Consulting in Development Co.Ltd. დამფუძნებელი.
ამდენის შეტყობის შემდეგ ისიც საინტერესო იქნება, როგორ მოხვდეთ პროგრამაზე:
ჯგუფის დაკომპლექტება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე. ყურადღება მიექცევა მონაწილის მოტივაციას, ცოდნასა და გამოცდილებას ბიზნეს სფეროში. რეგისტრაცია უკვე გახსნილია და ახლავე შეგიძლიათ გავლა.
ქოუჩინგის ამოცანაა, მონაწილეებში განავითაროს საჭირო კომპეტენციები და უნარ-ჩვევები. სუპერვიზიის და პრაქტიკული მუშაობის საშუალებით, სტრატეგიული აზროვნების ჩამოყალიბება, ემოციური ინტელექტის, მართვის კომპეტენციებისა და სოციალური უნარების გაუმჯობესება. თუ ამ პროგრამის წარმატებით გავლა გნებავთ, მინიმუმ მისთვის გამოყოფილი დროის 80%-ს მაინც უნდა დაესწროთ, გაიაროთ პროგრამით გათვალისწინებული 10-საათიანი მენტორინგი და წარმატებით ჩააბაროთ გამოცდა.
ქოუჩინგ ლაბი არის პიროვნული და პროფესიული განვითარების პლატფორმა, რომელიც 2017 წლიდან ნერგავს საქართველოში ტრანსფორმაციულ ნეირო ტექნოლოგიებს. მათი გამოცდილებით, ბიზნეს ქოუჩინგის მიმართულება დღეს საკმაოდ მოთხოვნადია.
„ბიზნეს ქოუჩინგზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება საქართველოში, განსაკუთრებით, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მხრიდან. კვლევები გვანახებს, რომ ბიზნეს ქოუჩინგი 70%-ით ამაღლებს სამუშაოს შესრულების ეფექტიანობასა და კომუნიკაციას, ხოლო მენეჯერების მინიმუმ 61% აუმჯობესებს მართვის უნარებს. ბიზნეს ქოუჩინგი სრულად პასუხობს კომპანიების მოთხოვნებს, რომლებმაც, განსაკუთრებით იჩინა თავი პანდემიის პერიოდში.
ბიზნეს ქოუჩინგის დანერგვა ორგანიზაციულ მართვაში ქმნის იმ მხარდამჭერ სისტემას, სადაც თანამშრომლები სწრაფად ადაპტირდებიან ცვალებად გარემოსთან, იღებენ დროულ გადაწყვეტილებებს, ავითარებენ სტრატეგიულ აზროვნებას და ქმნიან მაღალეფექტურ გუნდებს.
ქოუჩინგის პროფესიის დაუფლება კი ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია, რომელიც დასაქმებულია ბიზნესის სფეროში, არის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერი ან ანტერპრენერი.
ჩვენი მიზანი მასშტაბურია: მივცეთ ცოდნა, უნარები, პრაქტიკული ინსტრუმენტები და შევუქმნათ ასპარეზი მონაწილეებს, გაეცნონ სხვა კომპანიების კულტურას. გვჯერა, რომ ასეთი მიდგომით იბადებიან მომავლის ლიდერები, რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ დოვლათს.
პროგრამის გავლის და საერთაშორისო სერტიფიკატის დაუფლების შემდგომ, კურსდამთავრებულები შეძლებენ, გაწევრიანდნენ ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციაში ICF და გახდნენ ქოუჩინგის მსოფლიო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, რაც შეუქმნის პლატფორმას უწყვეტი პროფესიული დახელოვნებისა და ნეთვორქინგისთვის”, – ეკატერინე ბაბუნაშვილი, Coaching Lab-ის დამფუძნებელი.
[R]