in

აქ.ახლა “თიბისი კონცეპტი” გამოჩნდა

თქვენც მიიღეთ ნოტიფიკაცია – A Page that you like, TBC Status – თიბისი სტატუსი has change its name to TBC Concept – თიბისი კონცეპტი?

დიახ, აქ.ახლა, ქალაქში “თიბისი სტატუსის” ნაცვლად, “თიბისი კონცეპტი” გამოჩნდა – შეიცვალა საკომუნიკაციო არხების ბრენდირება – ახალი ვიზუალიზაცია გამოჩნდა Instagram-ზე, Facebook-ზე, მობაილბანკსა და ქუჩებშიც – ბილბორდებზე. ბრენდინგზე დიზაინერმა ერეკლე ინაშვილმა იმუშავა.

რას ნიშნავს კონცეპტი – უფრო კონცეპტუალური, განსხვავებული მიდგომა მომხმარებლის მიმართ? ან, თქვენი აზრით, რას შეიძლება გულისხმობდეს ის პერსონალურ საბანკო მომსახურებასთან მიმართებაში? დეტალებზე “თიბისი კონცეპტის” გუნდის წევრი მაკუნა თავბერიძე გვესაუბრა:

“კონცეპტი თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურებაა, რომელიც აქ, ახლა ჩვენი და ჩვენი მომხმარებლის ურთიერთობის ახალი, უფრო გამარტივებული ფორმაა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებელი, მისი საჭიროებები და ინტერესები და ვინაიდან ეს საჭიროებები და ინტერესები დროსთან ერთად მუდმივად იცვლება, მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს ფეხი ავუწყოთ. სწორედ ამ პროცესმა მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე – აგვერეკლა თანამედროვეობა და განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავსულიყავით. სახელწოდებამდეც ძალიან ბუნებრივად მივედით – ყოველი ადამიანი, თავის მხრივ, ხომ უნიკალური კონცეპტია. 

ჩვენთვის ადამიანი ჩვენი ყოველდღიურების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და ორიენტირია. შესაბამისად, გვინდა, რომ თიბისი კონცეპტი კიდევ უფრო მეტად პერსონიფიცირებული სერვისებისა და პროდუქტების ნაკრები იყოს. 

ამ ეტაპზე, თიბისი კონცეპტი მომხმარებელს სთავაზობს ორ ნაკრებს. ერთია პრემიუმ ნაკრები – სერვისი, პირად ბანკირთან ერთად, მეორე კი – ციფრული ნაკრები, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები, ნებისმიერ დროსა და სივრცეში. 

რაც მთავარია, ჩვენი მიზანი რჩება უცვლელი – გვინდა, რომ ადამიანებს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა და უფრო მეტი დრო მივცეთ ახალი შესაძლებლობების აღმოსაჩენად. სამომავლოდ კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს ვამზადებთ მომხმარებლებისათვის.“

„პროფესიაში რაღაცის დამტკიცების და საკუთარი ეგოს „გაკულტების“ მომენტი, კარგა ხანია, გავლილი მაქვს“ – რუსლან ბერიძის ამბავი

6 კითხვა, რაც დისტანციურ სამუშაოზე შერჩევისას უნდა დაუსვათ კანდიდატს