in

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის მე-17 ჯაზფესტივალს და Day Party სერიებს, სასტუმრო Rooms-თან ერთად

ბათუმი ჯაზფესტივალისთვის ემზადება. უკვე მე-17 წელია, ტრადიციად იქცა და ივლისის ბოლოს, ზღვისპირა ქალაქს ჯაზის ჰანგები ავსებს. წლების განმავლობაში, ბათუმის ჯაზფესტივალის სცენამ უმასპინძლა ისეთ შემსრულებლებს, როგორებიც არიან მარკუს მილერი, მეისი გრეი, ელ ჯერო, სნუპ დოგი და სხვა.

წელსაც, 26-28 ივლისს, ჯაზის დღესასწაული ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე მოეწყობა და სამი დღის განმავლობაში, მისთვის დამახასიათებელ ენერგიულ ატმოსფეროში უმასპინძლებს გემოვნებიანი მუსიკის მოყვარულებს. ბათუმის ჯაზფესტივალის სცენას, ამჯერად, Philip Lassiter, Jojo Mayer & Nerve და The Jacksons დაიპყრობენ.

ტრადიციულად, ჯაზფესტივალის პარტნიორი და წარმდგენი გახლავთ თიბისი კონცეპტი. თიბისი კონცეპტისა და ისთერნ ფრომოუშენსის პარტნიორობის ფარგლებში, წელიწადში 4 ჯაზფესტივალი იმართება: თბილისში, ბათუმში, კახეთსა და გუდაურში. ეს კი ნიშნავს, რომ 4 სეზონზე და ჯაზის ენერგიით 4 სხვადასხვა რეგიონი ივსება. როგორც თიბისი კონცეპტის წარმომადგენლები გვიყვებიან, მსმენელს წელსაც არაჩვეულებრივი გამოცდილება და დადებითი ემოციებით დატვირთული 3 დღე ელოდება.

ჯაზფესტივალის სტუმრების ტრანსპორტირებაზე ჯაზმატარებელი იზრუნებს. ჯაზმატარებლის გასვლა დაგეგმილია 26 ივლისს, 08:40-ზე. მასზე მოსახვედრად, თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მომხმარებლები სპეციალური ბმულის საშუალებით შეძლებენ რეგისტრაციის გავლას. ჯაზმატარებელში მათ დახვდებათ სიურპრიზები და საჩუქრები, განწყობაზე კი ნოდარიკო ხუციშვილი იზრუნებს. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: tkt.ge/JazzTrain.

ფოტო: რეზი ყენია

წლევანდელი ჯაზფესტივალის შეთავაზებებზე თიბისი კონცეპტის მარკეტინგის ლიდერი სოფო კიკვაძე გვესაუბრა:

M: უკვე მრავალი წელია, თიბისი კონცეპტი ჯაზფესტივალის მხარდამჭერია. თქვენი შეფასებით, რა შეცვალა ფესტივალმა ქართულ მუსიკალურ კულტურაში ამ დროის განმავლობაში?

ჩვენთვის ჯაზფესტივალი მხოლოდ მუსიკალური ღონისძიება არაა. ეს ის პროექტია, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკის განვითარებაში, ახალი მსმენელის გემოვნების ჩამოყალიბებასა და დამწყები მუსიკოსების ხელშეწყობაში.

პროექტის მხარდაჭერით ყველას აქვს შესაძლებლობა ადგილობრივად მოუსმინონ მსოფლიო დონის მუსიკოსებს, რომლებიც ამერიკაშიც კი ძალიან იშვიათად ატარებენ კონცერტებს. ასეთი შესალებლობა ბევრ ქვეყანას არ ეძლევა, რაც ჩვენთვისაც საამაყოა, ჩვენი მომხმარებლისთვის კი – პრივილეგია.

M: თქვენთვის რატომ არის ღირებული ჯაზფესტივალის მხარდაჭერა?

თიბისი კონცეპტისთვის კულტურული და მუსიკალური პროექტების მხარდაჭერა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამ ფესტივალის მეშვეობით შეიძლება ითქვას, საქართველოს სახელი არაერთხელ გაჟღერდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ისეთმა ცნობილმა მუსიკოსებმა შეასრულეს ქართველი მსმენელებისთვის, როგორებიც არიან მეისი გრეი, ლიზა სტენფილდი, სნუპ დოგი, ელ ჯერო და ა.შ. ერთი სიტყვით, ფესტივალს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მსოფლიო კულტურულ რუკაზე ქვეყნის პოზიციონირებაში.

ფოტო: რეზი ყენია

M: რა შეთავაზებები აქვს კონცეპტს ჯაზფესტივალის სტუმრებისთვის?

წელსაც, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის იგეგმება ჯაზმატარებელი, სადაც უამრავი სიურპრიზი და საჩუქარი დახვდებათ სტუმრებს. ნოდარიკო ხუციშვილი კი მგზავრობას კიდევ უფრო სახალისოს და დასამახსოვრებელს გახდის.

გარდა ჯაზმატარებლისა, მომხმარებლებს ბათუმში დახვდებათ უამრავი შეთავაზება სასტუმროებსა და კვების ობიექტებზე. მაგალითად, ლუკა პოლარე მომხმარებლებისთვის სპეციალურად ჯაზის ნაყინს დაამზადებს.

თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელებს საშუალება ექნებათ დაესწრონ და ისარგებლონ ფასდაკლებით Bolt-ით მგზავრობისას, Tre-აპლიკაციაში ბილეთის ყიდვისას და ასევე სასტუმრო Rooms-ის აუზზე სტუმრობისას. ასევე, წელს წარმოგიდგენთ Day Party სერიებს სასტუმრო რუმსის აუზის ტერასაზე, სადაც ხუთი შაბათის განმავლობაში თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ კარგად გაატარონ დრო დღის განმავლობაში რუმსის აუზზე. ვისაც ზღვის სანაპიროზე ურჩევნია, თიბისი კონცეპტის Mastercard-ის მფლობელებს საშუალება აქვთ ივერია ბიჩზე შესვლისას ფასდაკლებით ისარგებლონ.

დამატებით, თიბისი კონცეპტის გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ სრული ინფორმაცია.

ფოტო: რეზი ყენია

M: როგორი გარემო ელის მსმენელს წელს?

მსმენელის წინაშე წელსაც არაჩვეულებრივი მუსიკოსები წარდგებიან, შესაბამისად დადებითი ემოციებით დატვირთული 3 დღე ელოდება ყველა სტუმარს. განტვირთვისთვის, დროის პოზიტიურად გატარებისთვის და დადებითი მოგონებების შექმნისთვის გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს ფესტივალი.

ფოტო: რეზი ყენია

ჯაზფესტივალის განრიგი ასე განაწილდა:

26 ივლისს სცენას Philip Lassiter დაკავებს. ფილიპ ლასიტერს 11-ჯერ აქვს მოპოვებული გრემის ჯილდო. ის 2000 წლის საერთაშორისო Trumpet Guild Jazz-ის სოლო კონკურსის გამარჯვებული იყო. ფილიპი გამოდიოდა მსოფლიოს ისეთ სცენებზე, როგორიცაა Essence Festival, Montreaux Jazz Fest, Jam Cruise 2020, United Center Chicago, North Sea Jazz Festival Curacao, Bonnaroo, Titan Stadium, The World Cafe ფილადელფიაში, Arsenio Hall, Jimmy Kimmel და Jimmy Fallon.

27 ივლისს ჯაზფესტივალის სტუმრების წინაშე Jojo Mayer & Nerve წარდგება – 2014 წელს, ჯოჯო მეიერი Modern Drummer Magazines-მა ყველა დროის 50 საუკეთესო დრამერთა შორის დაასახელა. Nerve ჩამოყალიბდა ჯოჯო მაიერის ლეგენდარული ღონისძიება “Prohibited Beatz”-ის ბაზაზე, რომელიც ნიუ-იორკში იმართებოდა 90-იანი წლების ბოლოს. თავდაპირველად, ეს იყო პლატფორმა დიჯეებს, ვიზუალურ ხელოვანებს, მუსიკოსებსა და აუდიტორიას შორის ექსპერიმენტული ურთიერთქმედებისთვის. საბოლოოდ კი, კოლექტივმა გააერთიანა წინასწარ დაპროგრამებული ელექტრონული მუსიკის სტილები რეალურ დროში შესრულებულ, იმპროვიზირებულ მუსიკალურ პერფორმანსთან. სხვადასხვა ჟანრების შეთვისების პროცესში ჯგუფმა შეძლო ახალი აუდიტორია გაეცნო იმპროვიზაციულ მუსიკასთან და საბოლოოდ ჯაზის ტრადიცია – იმპროვიზაცია, ინოვაცია, მამოძრავებელი რიტმები და სტილისტური ევოლუცია – ციფრულ ეპოქაში გადაეტანა.

28 ივლისს კი, ღონისძიებას The Jacksons დახურავს. The Jacksons მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახური ჯგუფია. ისინი თითქმის 60 წელია სცენაზე გამოდიან. ჯგუფის მიმართ მოლოდინი ჯაზფესტივალზე განსაკუთრებით მაღალია, გამომდინარე იქიდან რომ ის მაიკლ ჯექსონის კარიერის დასაწყისს უკავშირდება და ეს ის რეპერტუარია, რითიც პოპვარსკვლავი მსოფლიომ გაიცნო. ფესტივალზე შესრულება ისეთი ცმობილი ჰიტები როგორიც არის ABC, I Want You Back და სხვა.

[R]

15 რჩეული კამპანია EURO 2024-დან

Jordan Brand-ის კამპანია გამბედაობასა და საკუთარი თავის რწმენაზე