in

თბილისის აეროპორტში თიბისი კონცეპტის სივრცე გელოდებათ

დღეიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Primeclass-ის ლაუნჯის ტერიტორიაზე თიბისი კონცეპტის სივრცე გიმასპინძლებთ.  სივრცე, სადაც თიბისის მოგზაურ მომხმარებლებს მგზავრობისას უფრო მეტ კომფორტს შეუქმნიან, თიბისის უკვე არსებული ფორმატის კონცეფციას, მარჯანიშვილის 7-ში მდებარე თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეს იმეორებს.

აქ მოსულ მომხმარებლებს ისეთივე სიმყუდროვე, სიმშვიდე, მუშაობის თუ დასვენებისთვის შესაბამისი თანამედროვე გარემო და პირობები დახვდებათ, როგორც  თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეშია. აქ შემდეგი სერვისები დაგხვდებათ: 

  1. ხემსი და სასმელი
  2. სწრაფი ინტერნეტი
  3. მცირე ბიბლიოთეკა
  4. ჟურნალ-გაზეთები
  5. ინფორმაცია ფრენებზე

თიბისი კონცეპტის სივრცით, სარგებლობა შესაძლებელია თიბისი კონცეპტისა და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც ფლობენ ბარათებს: Visa Infinite, Visa Signature, Visa Platinum, Mastercard World Elite და Mastercard Platinum.

სივრცით სარგებლობისთვის, საჭიროა, რომელიმე ზემოთ დასახელებული ფიზიკური ბარათის წარდგენა შესასვლელში, ხოლო მოხმარების პირობები ბარათის ტიპის მიხედვით შემდეგია: 

  • თიბისი კონცეპტის Visa Platinum ბარათის მფლობელებისთვის წელიწადში ორი უფასო ვიზიტი, ხოლო Visa Signature ბარათის მფლობელებისთვის წელიწადში ოთხი უფასო ვიზიტი; 
  • თიბისი კონცეპტისა და თიბისი Wealth Management-ის Mastercard Worldelite/Mastercard Platinum ბარათის მფლობელებისთვის ულიმიტო, უფასო ვიზიტები 2022 წლის ბოლომდე;
  • თიბისი Wealth Management-ის Visa Infinite ბარათის მფლობელებისთვის ულიმიტო უფასო ვიზიტები.

ამავე ბარათებით სარგებლობისას, იგივე პირობები ვრცელდება მსოფლიო მასშტაბით 1200-ზე მეტ Lounge Key-ის ლაუნჯზე (Lounge Key ლაუნჯების სრული სია იხილეთ ბმულზე).

„თიბისი მუდმივად ზრუნავს ადამიანებზე, რომ გაუმარტივოს მათ ცხოვრება. ჩვენი მომხმარებლები ბევრს მოგზაურობენ, როგორც საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ისე ბიზნეს საქმიანობისთვის. თბილისის აეროპორტში თიბისი კონცეპტის სივრცის გახსნით მოგზაურობის პროცესი უფრო სასიამოვნო და მარტივი გახდება. ადამიანებს შეეძლებათ, გაფრენას უფრო წყნარ გარემოში დაელოდონ ან მშვიდად აკეთონ თავიანთი საქმე,“ – თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

აღნიშნული სივრცის მოწყობა თიბისისა და Primeclass-ის კოლაბორაციის  ფარგლებში მოხერხდა. Primeclass-ი მგზავრებს მსოფლიოს 20-მდე ქვეყნის 80-ზე მეტ ლაუნჯში სთავაზობს კომფორტულ მოგზაურობას.

საქართველოში მსგავსი სივრცე პირველად გაიხსნა. თიბისი კონცეპტის სივრცე აერთიანებს ძალიან კომფორტულ გარემოს მგზავრებისთვის, საკვებისა და სასმელის მრავალფეროვან მენიუს, მცირე ბიბლიოთეკას, ჟურნალ-გაზეთებს, სწრაფ ინტერნეტს, ინფორმაციას ფრენებზე და სხვა შეთავაზებებს.

თიბისის მიზანია პერსონალურ საბანკო მომსახურებაში, ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში და  ცხოვრებას გაუმარტივებს.

 

 

[R]

„თეგეტა აკადემია“, USAID-ის მხარდაჭერით, მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის სასწავლო სიმულაციურ პლატფორმას შექმნის

ავთენტურობის განსაზღვრა, როცა ბრენდი იდენტობის კრიზისს განიცდის