in

თიბისი კონცეპტი თანამედროვე ღირებულებებით

#გამარჯობა, #ვინცარუნდაიყო, #მოდიაქ! ჩვენ მუდამ #შენ გვერდით ვდგავართ, აქ.ახლა!

მას შემდეგ, რაც თიბისიმ პირადად შენ მოგმართა და ამით ორმხრივი კომუნიკაცია უფრო თამამი, პერსონალური და ბუნებრივი გახადა, აქ, ახლა ახალი მიდგომის დროც დადგა – მომხმარებლისთვის კიდევ უფრო გამარტივებული და მოქნილი პერსონალური საბანკო მომსახურების უზრუნველსაყოფად.

თანამედროვე ეპოქაში მუდმივად იცვლება მომხმარებლის ქცევა, საჭიროებები და დამოკიდებულებები. შესაბამისად, უფრო მოქნილი ხდება ბრენდის მიდგომებიც, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მას არაერთგვაროვანი აუდიტორიის განსხვავებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უწევს.

დღეს, თანამედროვე ადამიანისთვის პრიორიტეტულია, მის უნიკალურობას გაესვას ხაზი და კონკრეტულად მის ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული მომსახურება მიიღოს. სწორედ ამიტომ, ადგილობრივი და საერთაშორისო სააგენტოების ჩართულობით, „აქ.ახლა“ სტრატეგიის ფარგლებში, თიბისიმ დაინახა საჭიროება – პერსონალური საბანკო მომსახურება მომდევნო საფეხურზე გადასულიყო.

თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურება ადამიანებს საშუალებას აძლევს, იმ ცხოვრების სტილზე მორგებული მომსახურება მიიღონ, რომელიც არჩეული აქვთ. ვითვალისწინებთ, თუ რა დოზით და რაში მოიხმარენ საბანკო პროდუქტებსა და ოპერაციებს და იმასაც, თუ როგორ ერთობიან, სწავლობენ, ვითარდებიან…” – გვიხსნის მაკუნა თავბერიძე, თიბისი კონცეპტის გუნდის წევრი

ბრენდი, ტრანსფორმაციის ფარგლებში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებამდე, საკუთარი მომხმარებლების უკუკავშირის გათვალისწინებით მივიდა.

ადამიანებს სწორი შთაბეჭდილება რომ შექმნოდათ – რა სტილისა და მიდგომის მომსახურების შეთავაზება სურდა მათთვის თიბისის, ფოკუს ჯგუფების ფორმატში არაერთი კვლევა ჩატარდა.

რა სპონტანური ასოციაციები გამოიწვია კვლევის მონაწილეებში სიტყვა „კონცეპტმა“? მათი აზრით, როგორ მომსახურებას შეიძლებოდა, ეს სახელი ჰქონოდა და როგორი ადამიანებისთვის შესაფერისად წარმოედგინათ ის?

კვლევის მონაწილეების მოსაზრებები ასე ჩამოყალიბდა:

  • პირდაპირ არაფერს ამბობს და ამიტომ, შეიძლება, საინტერესო, პერსონალური ასოციაციები დაუკავშირო. შეგიძლია, მრავალფეროვანი შინაარსით დატვირთო;
  • არ გეუბნება, რომ გამორჩეული ხარ და ცალკე მდგომ, სხვებისგან გამოყოფილ სეგმენტს მიეკუთვნები. „სტატუსით“ გარემოს პირდაპირ ეუბნები, რომ შეძლებული ხარ, რაც უკვე არათანამედროვე მიდგომაა;
  • კონცეპტი ადამიანებს უფრო თანამედროვე ფორმით აძლევს საკუთარი თავის პოზიციონირების საშუალებას;
  • კონცეპტით  გამოიხატება, როგორია ჩემი ცხოვრების კონცეფცია და არა ჩემი სოციალური სტატუსი;
  • კონცეპტი აღიქმება, როგორც უფრო თანამედროვე, ტექნოლოგიურად განვითარებული და თანამედროვე, ვიდრე სტატუსი.

თიბისი სტატუსი უფრო დემოკრატიულ თიბისი კონცეპტად იქცა, რომელიც სხვადასხვა ნაკრებისა და Subscription – ანუ გამოწერის მოდელის დახმარებით, ზუსტად გამოხატავს თიბისის სტრატეგიულ ღირებულებებსა და თანამედროვე მიდგომას.

მაკუნა თავბერიძე: „თიბისი სტატუსი იყო პირველი პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში, რომელიც 14 წლის წინ, მომხმარებელს ქართულმა საბანკო სექტორმა შესთავაზა. თუმცა გვგონია, რომ დღესდღეობით, ადამიანებს აღარ სჭირდებათ „დესკრიპტორი“, ანუ აღწერითი სახელები იმისთვის, რომ თავი პრივილეგირებულად იგრძნონ. თანამედროვე სამყაროში მათთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი პროდუქტისა თუ მომსახურების ხარისხი; მათზე მორგებული, კონკრეტული სარგებლის მომტანი მოქნილი და გამარტივებული შეთავაზებები. ისეთი მიმართვები, როგორიცაა „სტატუს კლიენტი“, გვგონია, რომ თანამედროვე სამყაროში აღარაფრის მთქმელია. ყველა ადამიანს თავისი კონცეფცია და მიკროსამყარო აქვს. კონცეპტი კი სწორედ მათ უნიკალურობას უსვამს ხაზს.

თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ფუნდამენტი ყოველთვის იყო პირადი ბანკირის, როგორც მომხმარებლის სანდო პარტნიორის მომსახურება. ახლაც ასეა – პირადი ბანკირი რჩება ამ მომსახურების მნიშვნელოვან ნაწილად, მაგრამ ჩვენ გამოწერის მოდელზე გადავედით, რომლითაც მომხმარებლებს ვთავაზობთ მხოლოდ იმას, რაც რეალურად სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, პირველებმა შევქმენით ციფრული ნაკრები მათთვის, ვისაც არ სჭირდება პირადი ბანკირი და ურჩევნია, საკუთარი ფინანსები დამოუკიდებლად, დისტანციური არხებით მართოს. მაგალითისთვის, Netflix-ის მიდგომა რომ ავიღოთ – მას არ აინტერესებს რამდენი გაქვს შემოსავალი და გთავაზობს სხვადასხვა ნაკრებიდან აირჩიო კონკრეტულად ის, რომელიც შენ გჭირდება“, – მაკუნა თავბერიძე

თიბისი კონცეპტის იდენტობის სწორად პოზიციონირებისა და საზოგადოებისთვის განახლებული მიდგომის გასაცნობად, ბრენდმა სააგენტო WINDFOR’S-ს მიმართა, რომელმაც აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ შექმნილი პირველი ვიდეორგოლი არასტანდარტული ფორმატით წარმოგვიდგინა. 

ირინა საყვარელიძე, უფროსი კოპირაიტერი, WINDFOR’S: „ვეცადეთ, ტესტიმონიალ ვიდეოს განსხვავებული ფორმატი შეგვექმნა, სადაც მთხრობელი – მაკუნა თავბერიძე, თავად არის პროდუქტის მფლობელი. გრაფიკული ელემენტებით კი, ნაამბობი კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადეთ“.

მაკუნა თავბერიძე: „რატომ გუნდის წევრი, ანუ მე? – იმიტომ, რომ ასე უფრო ბუნებრივია. ვინ იცის ეს ბრენდი და პროდუქტი იმაზე კარგად, თუ არა თვითონ ჩვენ?! ეს გადაწყვეტილება სააგენტოსთან ერთად მივიღეთ. გვინდოდა, ყველასთვის გასაგებ ენაზე აგვეხსნა, რა იყო ცვლილების მიზეზი და მიზანი და მოგვეყოლა – რას სთავაზობს მომხმარებელს თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურება“.

ვიდეორგოლზე მუშაობა პანდემიის პერიოდს დაემთხვა და ამის გამო, ბევრი საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა – როგორ განვითარდებოდა მოვლენები, როდის გაეშვებოდა კამპანია…

როგორც ირინა საყვარელიძე ამბობს, მიუხედავად გამოწვევებისა, მათ შეძლეს და ვიდეორგოლში საიმიჯო ხარისხი და ესთეტიკა იმ საერთაშორისო დონის ქართველი პროფესიონალების ჩართულობით შექმნეს, რომლებმაც ნამუშევარი გრაფიკული ელემენტებით უზრუნველყვეს.

როგორც თიბისი კონცეპტის გუნდის წევრები ამბობენ, ბრენდის ვერბალური თუ ვიზუალური ტრანსფორმაცია, ჯერ მხოლოდ დასაწყისია:

მაკუნა თავბერიძე: „თიბისი კონცეპტის კომუნიკაცია ბევრი საინტერესო პროდუქტული სიახლით, კოლაბორაციითა და ღონისძიებით იქნება დატვირთული. საინტერესო შემოდგომა გველოდება. განსაკუთრებით, ერთი მასშტაბური სიახლისთვის ვემზადებით. მანამდე კი, მეტი ინფორმაციისთვის, აუცილებლად გამოგვყევით ჩვენს არხებში”.

Lenovo-ს ახალი ლეპტოპი, რომელშიც უსადენო ყურსასმენებს დამუხტავთ

როგორ გავაუმჯობესოთ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესი?