in

შეთავაზება თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათის მფლობელებისთვის წინანდლის მამულში საახალწლო ღონისძიებებზე

თიბისი კონცეპტი Mastercard ბარათის მფლობელებს 31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს წინანდლის მამულის „რადისონ ქოლექშენის“ ჯადოსნური ახალ წლის ღონისძიებებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

წინანდლის მამულში დაგხვდებათ ყველაფერი იმისათვის, რომ თქვენი 2023 წლის პირველივე წუთები დასამახსოვრებელი გახდეს: გალა ვახშამი, სადღესასწაულო დეკორაცია, ფოიერვერკის შოუ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეუდარებელი საახალწლო პროგრამა. ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გექნებათ, მოუსმინოთ ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით.

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, ანსამბლი „შვიდკაცა“ და ნატალია ქუთათელაძე, ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ქართული სიმღერების საორკესტრო ვერსიებს შეასრულებენ.

1 იანვარს კი მსოფლიო კინოსა და მუსიკის სამყაროში იმოგზაურებთ. ახალი წლის პირველ საღამოს წინანდლის მამულში ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის, გიორგი ცაგარელისა და ნატალია ქუთათელაძის მონაწილეობით მუსიკალური წარმოდგენა „მსოფლიო კინო-მუსიკის შედევრები“ გაიმართება. კინო-მუსიკის საღამო იმ კადრებისა და მუსიკის ერთობლიობაა, რომლებიც ერთხელ ნახვისა თუ მოსმენის შემდეგ, ადამიანთა მეხსიერებაში სამუდამოდ რჩება.

საახალწლო ღონისძიების წარმდგენია Mastercard; სპონსორები — „თიბისი კონცეპტი“ და „სარაჯიშვილი“.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 2023 წლის იანვარში, შესაძლებლობა ექნებათ, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენის“ ნომრების დაჯავშნისას 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლონ. სასტუმროს დასაჯავშნად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ კონცეპტ ასისტენტს: +995 322 227 2700.

[R] 

რატომ ქრება ორგანიზაციაში ინიციატივები?

7 წიგნი ბრენდინგზე, რომელიც 2023 წელს უნდა წაიკითხოთ — ექსპერტთა რჩევები