in

თიბისი უარს ამბობს Z სიმბოლოზე და ახალ იდეებს ეძებს!

თიბისი ბანკი უარს ამბობს ახალგაზრდული ბრენდისთვის (TBC Z) გამოყენებულ სიმბოლიკასა და სახელზე, რადგან სიმბოლო Z, დღეს, ნეგატიურ ასოციაციას იწვევს. აღნიშნულ თემაზე ბანკმა განცხადება გაავრცელა:

„მიმართულება TBC Z ჩვენი მიძღვნა იყო ახალი თაობისთვის, რომელიც ახალგაზრდების მხარდასაჭერად შევქმენით.

დარწმუნებული ვართ, თაობა Z ის თაობაა, რომელიც სწორად მიიღებს ჩვენს გადაწყვეტილებას, უარი ვთქვათ Z სიმბოლოზე და ახალი სახელი დავარქვათ ჩვენს კომუნას.
შემდეგი კვირიდან, ბარათის მფლობელებს შეგიძლიათ, მიხვიდეთ თიბისის ფილიალებში და მიიღოთ სტიკერები ბარათებისთვის.

გაგვიზიარეთ თქვენი იდეებიც და ერთად ვიმუშაოთ ახალ სახელსა და დიზაინზე.“

სწორედ ამიტომ, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშსიც მონაწილე შემოქმედებით ადამიანებსა და სააგენტოებს შეუზლიათ შექმნან Z სიმბოლოს ალტერნატივა. საკონკურსო ბრიფის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 28 მარტი.

როგორია ბრეინშტორმინგის პროცესი ქართულ კრეატიულ სააგენტოებში?

NASA 1972 წელს მოპოვებულ მთვარის ნიადაგის მასალას შეისწავლის