in

თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის

მოსწავლე გოგონებისთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების სფერო და სჯერათ, რომ განათლებით საკუთარი ამბის შექმნა შეუძლიათ, თიბისიმ შექმნა საზაფხულო Crash კურსები, სადაც სრულიად უფასოდ შეუძლიათ შეისწავლონ ტექნოლოგიები და თავიანთ მომავალ პროფესიას დაეუფლონ.

ხელოვნური ინტელექტის, მობილური აპლიკაციების შექმნის, ვებგვერდები პროგრამირების Back-End (Python & Flask) და Front-End (HTML,CSS) შესავალი – ეს იმ ონლაინ კურსების ჩამონათვალია, სადაც 9-12 კლასის 140-მა მოსწავლე გოგონამ, მთელი საქართველოდან, სრულიად უფასოდ შეისწავლა ყველაზე მოთხოვნადი ტექნოლოგიური პროფესიების საწყისი ეტაპები.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. Crash კურსებზე მიღებული ცოდნა გოგონებისთვის ორიენტირად იქცევა, სამომავლო პროფესიის შერჩევაში. სურვილის შემთხვევაში კი, შემოდგომიდან, თიბისი ტექსკოლაში შეძლებენ ტექნოლოგიების შესწავლას.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

[R]

გაეცანით საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო რესურსებს ბიზნეს 360° პლატფორმაზე

მეცნიერებმა აუტიზმის 4 ქვეტიპი გამოავლინეს — უახლესი კვლევა