23
Dec
2019

თიბისიმ 2019 წელს განხორციელებული CSR პროექტების ანგარიში წარადგინა

23 Dec 2019

თიბისიმ წინანდალში, Radisson Collection-ში შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს მუშაობის 27-ე წელს განხორციელებული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების ანგარიში წარუდგინა. თიბისიმ 2019 წლის CSR აქტივობები ოთხი ძირითადი მიმართულებით განიხილა: ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლება და მათი ინტერესების განვითარება, კულტურა და გარემოსდაცვითი პროექტები.

ბიზნესის მხარდაჭერა

ბიზნესის მხარდაჭერას თიბისი ფინანსურის გარდა, არაფინანსური პროდუქტებითაც უზრუნველყოფს. ამ მიზნით, ბიზნესის წარმომადგენლებს საჭირო ცოდნის, პარტნიორებისა და ინვესტორების მოძიებასა და საქმიანობის განვითარებაში უწყობს ხელს.

ბიზნეს ეკოსისტემის განვითარებისთვის, თიბისის პროექტი “სტარტაპერი” დამწყებ ბიზნესმენებს აერთიანებს და საჭირო რესურსებით ამარაგებს. „სტარტაპერი“ 2017 წელს შეიქმნა. ამ დრომდე, პროგრამის სხვადასხვა აქტივობებში უკვე 28 000-ზე მეტი სტარტაპია დარეგისტრირებული. 2019 წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში, გადამზადდა 700-ზე მეტი სტარტაპერი, ჩატარდა 3 „სტარტაპდისკუსია“, რომელსაც 200-მდე ადამიანი დაესწრო.

უკვე მეოთხე წელია, ტარდება ბიზნეს დაჯილდოება, რომლის მიზანიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და ბიზნესსოციუმის განვითარებაა. 2019-ის ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ბიზნესები საუკეთესო პროდუქტის/მომსახურების შექმნისთვის, საუკეთესო ინოვაციებისთვის, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის, თანამშრომელზე განსაკუთრებული ზრუნვისთვის და საუკეთესო სტარტაპისთვის.

დარგის განვითარების ხელშესაწყობად, თიბისიმ არასაბანკო სერვისებისთვის სპეციალური პლატფორმა tbcbusiness.ge შექმნა. სიახლეების გაცნობასთან ერთად, პლატფორმის საშუალებით, სასურველ ტრენინგებზე, მასტერკლასებსა თუ ფორუმებზე დასწებაა შესაძლებელი. საერთო ჯამში, 2019 წელს, თიბისის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს 4000-მდე ადამიანი დაესწრო.

ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში, თიბისიმ პროგრამული უზრუნველყოფის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, პლატფორმა businesstool.ge შექმნა.

ახალი თაობა

ნიჭიერი თაობის წასახალისებლად, 2019 წელს, თიბისიმ 200 ახალგაზრდა შეარჩია, მთელი საქართველოს მასშტაბით და მათთვის ყოველთვიური სტიპენდიის გარდა, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები მოაწყო.

კულტურა

კულტურის მხარდაჭერა თიბისის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. უკვე 17 წელია, მისი მხარდაჭერით ტარდება ლიტერატურული პრემია “საბა”. განახლდა ამავე სახელწოდების აპლიკაცია, რომელიც 6000-მდე ელექტრონულ წიგნს აერთიანებს. ქართული ანბანის პოპულარიზაციის ფარგლებში, წელს, მეორედ ჩატარდა კონკურსი “ქართული ა”, რომელმაც 200 კალიგრაფისტის 16 რჩეული შრიფტი ამოარჩია. შრიფტები გაციფრულდება და ყველასათვის იქნება ხელმისაწვდომი.

მხატვრის, მეცნიერისა და ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის 130 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოიფინა ხელოვანის პირად კოლექციაში დაცული ნამუშევრები, ჩანაწერები და ჩანახატები. გამოიცა საიუბილეო კატალოგიც, რომელშიც მხატვრის ნამუშევრებსა და მის მეთოდებს გაეცნობით.

წელსვე, თიბისიმ გურამ წიბახაშვილის ნამუშევრები გააცოცხლეს მასშტაბურ ფოტო-გამოფენაში, წიგნსა და ფილმში “ზამთარი გადატანილია”.

გარემოს დაცვა

მწვანე ინიციატივის ფარგლებში, თიბისიმ შეიმუშავა ISO 14001 სტანდარტის გარემოსდაცვითი პოლიტიკა. მაგალითად, ოფისებში ნარჩენების სეპარირების ურნები განთავსდა. ასევე, პლასტმასის კალმებისა და ჭიქების გადამუშავებული ქაღალდის პროდუქტით ჩანაცვლება დაიწყო. პროცესების გაციფრულების საფუძველზე, ქაღალდის მოხმარება ოფისებში მნიშვნელოვნად შემცირდა. განახლდა ავტოპარკი, რომლის 70% ჰიბრიდულმა და ელექტრო ავტომობილებით ჩანაცვლდა. გარემოს დაცვის მიმართულებით, ტარდება შეხვედრები, თანამშრომლების ცნობიერების ასამაღლებლად.

გარემოსდაცვითი პოლიტიკა ვრცელდება თიბისის საქმიანობაზეც. მაგალითად, არსებობს საქმიანობების სიახ, რომელთაც ბანკი არ აფინანსებს. პრირიტეტულია პროექტები განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

განხილვა