კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს – წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების მართვის მიდგომებს და პრაქტიკებს გაგიზიარებენ, როგორც ქართული ბიზნესების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები ბრიტანეთიდან, ბელგიიდან და კანადიდან. სამიტზე თქვენ შეხვდებით:
- იან გოლდინგს – Customer Experience Consultancy | CXPA (UK)
- ოლგა პოტაპცევას – European Customer Consultancy | CX Panda (UK)
- შონ ბელდინგს – Belding Group (Canada)
- ჯულიან ჰავესს – Qmatic (UK)
- ნიკ ვან ლანგენდონქს – Unbossers Network (Belgium)
სამიტზე CX Hub საქართველოში პირველად წარადგენს მომხმარებლის გამოცდილების მართვის ჯილდოს – CX Award Georgia, რომლის ფარგლებშიც კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიტანონ განაცხადები – მომხმარებლის (CX) ან თანამშრომლის (EX) გამოცდილების გაუმჯობესების კუთხით განხორციელებული პროექტებისა და ინიციატივების შესახებ. განაცხადებს საერთაშორისო ექსპერტების გუნდი შეაფასებს, რის საფუძველზეც გამოვლინდება გამარჯვებული. CX Award Georgia-ში მონაწილეობის მიღება პირველ წელს სამიტის ფარგლებში უფასოა. განაცხადის შეტანა შესაძლებელია ბმულზე.
გარდა ამისა, CX Business Summit-ის ფარგლებში, დაინტერესებულ აუდიტორიას ეძლევა ექსკლუზიური შესაძლებლობა, რომ სამიტთან ერთად იმავე დღეს დაესწროს CX-ის გლობალური ექსპერტისა და Customer Experience Professional Association-ის თანადამფუძნებლის – იან გოლდინგის ვორკშოპს თემაზე: „ლიდერობის მნიშვნელობა მომხმარებლის გამოცდილების სტრატეგიულ მართვაში – თვითშეფასების ვორკშოპი”.
სამიტის ორგანიზატორია მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო CX Hub, გენერალური პარტნიორია თიბისი.
თიბისი მუდმივად ისწრაფვის ინოვაციების, მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისკენ. სწორედ ამიტომ ის უკვე მეორე წელია CX ბიზნესსამიტის მხარდამჭერია. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიზნესგარემოს განვითარებაში, ინოვაციური იდეების გაცვლასა და მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგიების დანერგვაში. თიბისისთვის, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ინდუსტრიისთვის, მნიშვნელოვანია მონაწილეობა ისეთ ინიციატივებში, რომლებიც ხელს უწყობს ბიზნესებს, უკეთ გაუგონ მომხმარებლებს და მიაწოდონ მათ ხარისხიანი სერვისი.
სამიტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.
ღონისძიება გაიმართება 24 თებერვალს სასტუმრო ბილტმორ თბილისში.
კომპანია CX Hub არის მომხმარებელთა გამოცდილების მართვის წამყვანი სააგენტო საქართველოში, რომელიც ეხმარება ბიზნესებს CX და EX (მომხმარებლის და თანამშრომლის გამოცდილების) მართვის კვლევებში, სტრატეგიების შემუშავებასა და სისტემების დანერგვაში. დეტალურად ინფორმაცია CX HUB-ზე შეგიძლიათ იხილოთ ფეისბუქგვერდზე.
ღონისძიების პარტნიორები:
ორგანიზატორი: CX Hub – მომხმარებლის გამოცდილების მართვის სააგენტო
გენერალური პარტნიორი: თიბისი
პარტნიორები: NGT Group, CommuniQ, University of Georgia, The European Fund for Southeast Europe (EFSE), Interaction Design Foundation (IxDF), The CX Academy, Blue Ocean, ProdAct Community, BM.GE, ქალების ნარატივი, Entrepreneur, Imedi L, Balance
[პარტნიორის კონტენტი]