in

„რატომ დამეგობრდნენ TBC და Glovo? გაეცანით ექსკლუზიური პარტნიორობის მნიშვნელოვან დეტალებს“

ის, რაც წლების წინ ადამიანებისთვის ფუფუნების საგანს წარმოადგენდა, დღეს უკვე ნებისმიერი ჩვენგანისთვის ჩვეულებრივ სურვილთა სიაში შედის. უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიის პერიოდმა კიდევ უფრო მეტად დაგვანახა დისტანციური სერვისების უსაზღვრო შესაძლებლობებიცა და მათი საჭიროებაც. ტექნოლოგიური განვითარება და კმაყოფილი მომხმარებლის საუკეთესო შეფასებები, ერთი მხრივ, ნებისმიერი კომპანიისთვის არის მნიშვნელოვანი, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ციფრული ეკოსისტემის პროგრესს უწყობს ხელს.

ამ პროგრესის ნათელი მაგალითია ერთ-ერთი ბოლოდროინდელი ამბავი – თიბისისა და გლოვოს კოლაბორაცია. თუ გლოვოს მომხმარებელი ხართ, შეამჩნევდით, რომ მას თიბისის სერვისები დაემატა. ის მოიცავს შემდეგ სივრცეებს აპლიკაციაში: 

  • თიბისი ნაკრები
  • თიბისი კონცეპტი
  • თიბისი კრედიტი

თითოეული ეს სივრცე ბარათისა და საბარათე ნაკრებების გააქტიურებას ემსახურება. მას თან ახლავს მომსახურების პირობები: ლიმიტი, მოქმედების ვადა, საპროცენტო განაკვეთი და ა.შ. 

პროექტი ორი, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის თანამშრომლობითაა საინტერესო. Glovo, რომელიც სულ თავიდან Food Delivery აპლიკაციად მოგვევლინა, აფართოებს თავის საზღვრებს და საბანკო სერვისების მარტივად მიღების საშუალებას გვაძლევს. თავის მხრივ კი, თიბისი მუდამ აქტიურად ცდილობს ტექნოლოგიური სიახლეების შემოთავაზებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისის შექმნას. იმ სერვისების გარდა, რომლებსაც ეს კოლაბორაცია უკვე გვთავაზობს, სამომავლოდ კიდევ ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ.

პროექტის დეტალებზე მეტის გასაგებად, ორივე ბრენდის წარმომადგენელს გავესაუბრეთ.

თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე:

თიბისი და Glovo ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ. სამწლიანი თანამშრომლობა ლიდერ ფინანსურ ორგანიზაციასა და მიწოდების ბაზარზე წამყვან ტექნოლოგიურ სტარტაპს შორის, ისევ და ისევ, მომხმარებლების ცხოვრების გამარტივების მიზნით დაიწყო და მრავალ მიმართულებას ფარავს.

პარტნიორობის გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყანაში ციფრული ეკოსისტემის განვითარებაა. ამ კუთხით, სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აჩენს ქვეყნის ეკონომიკისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზრდისთვის.

M: თიბისის ბევრი საკომუნიკაციო სერვისი აქვს. გლოვოს აპლიკაციაში სერვისების ჩაშენება რით იქნება თქვენთვის განსაკუთრებული?

Glovo App-ში საბანკო მომსახურების ინტეგრაცია დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ  Glovo-ს აპლიკაციაში უკვე ხელმისაწვდომია თიბისის ფინანსური სერვისები. ამ პარტნიორობის ფარგლებში თიბისის მომხმარებლები მეტი უპირატესობით ისარგებლებენ, მუდმივად დახვდებათ Glovo-ს აპლიკაციაში ექსკლუზიური შეთავაზებები, ერთობლივი აქციები და სხვა. ერთობლივი მარკეტინგული კამპანიებისა და სხვადასხვა პროექტის განხორციელება პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. 

M: დღეს თიბისის სამი სერვისის პოვნაა შესაძლებელი გლოვოზე: თიბისი ნაკრები, თიბისი კონცეპტი, თიბისი კრედიტი. მოკლედ რომ ავხსნათ თითოეული, როგორ მუშაობს ისინი და რას უმარტივებს მომხმარებელს?

საწყის ეტაპზე, Glovo-დან სამი სერვისის — თიბისი ნაკრების, თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრებისა და თიბისი კრედიტის მიღებაა შესაძლებელი.

თიბისი ნაკრები აერთიანებს მომხმარებელზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს და საშუალებას აძლევს მათ, მარტივად მართონ საკუთარი ფინანსები. 2, 5 ან 10-ლარიანი ნაკრები, საჭიროებების მიხედვით, აერთიანებს ციფრულ ბანკში კომუნალურების უფასოდ გადახდას, თანხის განაღდებას, სხვა ბანკში გადარიცხვას, ბარათების დაზღვევასა და სხვა სერვისებს.

თიბისი კონცეპტი თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურებაა, რომელიც მეტ დროს იძლევა ახალი აღმოჩენებისთვის, მიზნებისა თუ გეგმების შესასრულებლად. Glovo-ზე შესაძლებელია თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრების შეკვეთა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი სხვადასხვა შემოთავაზებითა და უპირატესობით ისარგებლებს.

თიბისი კრედიტის დახმარებით კი შესაძლებელია სამომხმარებლო სესხის აღება დისტანციურად, მომხმარებელზე მორგებული პირობებით.

უახლოეს პერიოდში იგეგმება სხვა ფინანსური სერვისების დამატებაც Glovo-ს აპლიკაციაში, რათა ჩვენს მომხმარებელს თიბისის სერვისებზე ხელმისაწვდომობა უფრო გაეზარდოს.

M: იმ სერვისების გარდა, რაც უკვე ჩაშენებულია, სამომავლოდ რა შეთავაზებებს უნდა ელოდოს მომხმარებელი?

საბანკო სერვისები პერიოდულად კიდევ უფრო გაფართოვდება, ამაზე უკვე ვმუშაობთ და სულ მალე მომხმარებლები კიდევ ერთ ახალ მომსახურებას იხილავენ თიბისი სერვისების განყოფილებაში Glovo-ზე. ისეთი შეთავაზებები, კი როგორიცაა ქეშბექ აქციები, Prime Membership-ის მიღება, ექსკლუზიური საჩუქრები გარკვეულ შეკვეთებზე და ფასდაკლებები, მუდმივად დახვდებათ ექსკლუზიურად თიბისის მომხმარებლებს აპლიკაციაში.

საბა მჭედლიშვილი, Glovo-ს ფინანსური დირექტორი: Glovo-მ პოზიციონირება დაიწყო როგორც Food Delivery აპლიკაციამ, თუმცა, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, მალევე მივხვდით საჭიროებას, დაგვემატებინა სუპერმარკეტების კატეგორია, პანდემიამ თავისთავად მოთხოვნადი გახადა აფთიაქები, გადავწყვიტეთ ხელი შეგვეწყო სტარტაპებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაც და ასე თანდათანობით გაიზარდა ასორტიმენტი და ობიექტების რაოდენობა აპლიკაციაში. ამ ეტაპზე კონცეფცია სრულიად შეცვლილი გვაქვს, Glovo აღარ არის მხოლოდ საკვების გამოძახების სერვისი, ის მულტიკატეგორიული მიტანის აპი გახდა და აქ სუშისთან ერთად სამოგზაურო პაკეტი და ელექტრონიკაც რომ შეგიძლიათ შეუკვეთოთ, მომხმარებლისთვის უდიდესი კომფორტია. ჩვენი და თიბისის მიზნები, ხედვები, თანამშრომლობის სტრატეგია სრულად ემსახურება მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებას და მეტი კომფორტის შექმნას. საბანკო პროდუქტები აპლიკაციაში – ეს ნამდვილად ახალი სიტყვაა და ვფიქრობ, ელ. კომერციის ბაზრის მომავალს ჩვენ და თიბისი ნამდვილად ერთად შევქმნით!

Glovo-სა და თიბისის მომხმარებლები უკვე ყოველდღიურად უნდა ელოდონ სიახლეებს, ჩვენ ერთობლივად შევძლებთ, ხელმისაწვდომი გავხადოთ არა მხოლოდ საბანკო სერვისები და პროდუქტები, არამედ ადამიანებს გავუმარტივოთ ბილეთების, სხვადასხვა ნივთის, ტექნიკის შეძენა, გავანებივროთ გამორჩეული ფასდაკლებებით სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ტურიზმი, სილამაზე, ჯანმრთელობა, კვება თუ სხვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ტიპისა და მასშტაბის თანამშრომლობა ჯერ ქართულ რეალობაში არ შემდგარა და, შესაბამისად, ველოდებით გამორჩეულად პოზიტიურ გამოხმაურებასა და შედეგებს მომხმარებლებისგან.

გარდა უკვე განხორციელებული პროექტისა, ბრენდები ამ კოლაბორაციის ფარგლებში ტრენინგებისა და კამპანიების ჩატარებასაც გეგმავენ, რომელთა მიზანიც ფინანსური განათლების გაცემა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იქნება. Glovo-სთვისაც და TBC-ისთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ დაეხმარონ სტარტაპებს თავიანთ საქმიანობაში სოციალური და გარემოსდაცვითი მიმართულებების ინტეგრირებაში. თიბისი უკვე მრავალი წელია ბიზნესის მხარდაჭერისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს, როგორებიცაა „ბიზნეს დაჯილდოება“, „სტარტაპერი“. Glovo-სთან პარტნიორობის ერთ-ერთი მიზანიც ესაა და ამ მიდგომით ორივე ბრენდი საერთო შეხედულებას ემსახურება.

[R]

როგორ მივიდეთ პერფექციონიზმის ჯანსაღ ვარიანტამდე?

Adobe ხელოვნური ინტელექტის სამყაროში დომინანტობის მოპოვებას ცდილობს