მას შემდეგ, რაც ციფრული საყიდლების პლატფორმა VELI.store თიბისის ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული გახდა ნომინაციაში „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება“, ორმა ბრენდმა თანამშრომლობა გადაწყვიტა და ბიზნესის მხარდასაჭერად გაერთიანდა. როგორც იცით, თიბისი ხშირად ახორციელებს ბიზნესის მხარდამჭერ პროექტებს, VELI.store კი აქამდე უფრო ინდივიდუალურ მომხმარებელთან ასოცირდებოდა, ახლა კი კორპორაციულ კულტურაშიც შეაბიჯა და თავისი პლატფორმა კომპანიებს მოარგო. ქვემოთ დეტალურად მოგიყვებით აღნიშნულის შესახებ.
თუ თქვენ კომპანიის წარმომადგენელი ხართ და ველიზე დარეგისტრირდებით, როგორც ბიზნეს მომხმარებელი, შეიძენთ სასურველ ნივთს და თანხას თიბისი ბიზნეს ნაკრების ბარათით გადაიხდით, მომენტალურად დაიბრუნებთ თანხის 30%-ს, რომლის მაქსიმალური ოდენობა 200 ლარია. ქეშბექის მიღება მომხმარებელს ყოველ გადახდაზე შეუძლია, რადგან აქცია მრავალჯერადია.
„სამომხმარებლო გამოცდილების დახვეწა თიბისის საქმიანობის თანმდევი ნაწილია. აქვე, ცალკე გუნდი ვართ იმისთვის, რომ ბიზნეს საჭიროებები მოვიფიქროთ და დავგეგმოთ. ამისთვის ჩვენ აქამდეც გვქონდა სხვადასხვა პროექტი და არც ახალ გამოწვევებზე ვამბობთ უარს. შესაბამისად, როდესაც გავიგეთ, რომ ველი ბიზნესიც მალე ჩაეშვებოდა, მაშინვე გადავწყვიტეთ კოლაბორაცია. ჩვენი მომხმარებლებისთვის პროდუქტის შეძენის პროცესი ბევრად უფრო გამარტივდება და ის დაზოგავს დროს, რესურსს და უფრო მეტად განავითარებს თავის საქმიანობას”, – მარიამ კანდელაკი, თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის გუნდის პროდუქტის მენეჯერი.
თავის მხრივ, VELI.store-იც ფიქრობს სიახლეებზე, განვითარებაზე; სურს, რომ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება კორპორაციულ მომხმარებელსაც შეუქმნას. კომპანია, რომელიც ველიზე შეიძენს პროდუქტს, არა მხოლოდ ქეშბექის აქციით ისარგებლებს, არამედ ყველა საჭირო ნივთის ერთ სივრცეში შეძენას შეძლებს, მოკლე დროში და მომწოდებელიც ეყოლება ერთი და არა რამდენიმე, რაც ძალიან დიდი კომფორტია.
„ჩვენი მიზანია, დავზოგოთ ყველაზე მნიშვნელოვანი – დრო და შევთავაზოთ ბიზნესს მორგებული პლატფორმა, რომელიც ტრადიციული დისტრიბუციის კონკურენტუნარიანი იქნება. ჩვენი დახმარებით ბიზნესი: ზოგავს დროს პროდუქტების 16 კატეგორიიდან შერჩევით, იღებს მარტივ გადახდის მეთოდებს როგორც ბარათით ასევე ინვოისით, უფასო მიწოდებას ნებისმიერი მოცულობის შეკვეთის შემთხვევაში, ავტომატურ სასაქონლო ზედნადებს RS-ზე და ბიზნესისთვის პირად კაბინეტს, სადაც შეუძლია თვალი ადევნოს თავის შეკვეთებს”, – ბექა ტაბატაძე, კორპორატიული ბიზნეს მენეჯერი.
თიბისის ბიზნეს ნაკრების ბარათის მფლობელი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური მეწარმე, ისე კომპანია. გადახდის პროცესი სტანდარტულია, როგორც ნებისმიერი ფიზიკური პირისთვის. რაც შეეხება ინვოისით გადახდას, პროცესი სრულად ავტომატიზებულია, რაც ძალიან კომფორტულია მყიდველისთვის და თავად ფორმატიც ქართული ონლაინ შოპინგისთვის დიდ იშვიათობას წარმოადგენს.
ეს პარტნიორობა ორივე ბრენდის წარმომადგენლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ სამომავლოდ მათგან კიდევ შეიძლება ველოდოთ სხვადასხვა სიახლეს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის დამატებითი ღირებულებების შექმნაზე იქნება ორიენტირებული.
[R]












