in

თიბისი დაზღვევა “ბაკურიანი 2023-ის” ოფიციალური მზღვეველია

საქართველო მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და სკი-კროსში უმასპინძლებს, ჩემპიონატის ოფიციალური მზღვეველი კი თიბისი დაზღვევა იქნება. შეჯიბრი ბაკურიანში ჩატარდება, მასში მონაწილეობას 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს, მათ შორის 5 ქართველი მონაწილეა.

თიბისი დაზღვევამ საქართველოს სათლიხამურო ფედერაციისა (GSF) და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ჩართულობით შექმნა “ბაკურიანი 2023-ზე” მორგებული პასუხისგებლობის დაზღვევა ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. 2018 წლიდან თიბისი დაზღვევა ორგანიზატორების სამოქალაქო პასუხისმგებლობას აზღვევს, რაც გულისხმობს ჩემპიონატისთვის დათმობილ ტერიტორიაზე დამსწრეთა ქონებრივი და პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ანაზღაურება გაიცემა ფედერაციის მიზეზით სტუმრის მატერიალური ქონების ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში.

“ბაკურიანი 2023” ზამთრის მთავარი სპორტული მოვლენაა და მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ჩვენი ქვეყნისათვის. მიმდინარე ჩემპიონატს წინ უძღვოდა ბაკურიანსა თუ გუდაურში გამართული შეჯიბრებები და ჩვენთვის საამაყოა ის, რომ  უკვე წლებია GSF-სა და FIS-ის ჩართულობით ვაზღვევთ სპორტულ ღონისძიებებს. შეჯიბრის ფარგლებში ჯამური სადაზღვევო თანხა 15,000,000 ლარზე მეტს შეადგენს.” – პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

“ბაკურიანი 2023” 18 თებერვალს გაიხსნება და 6 მარტის ჩათვლით ფრისტაილის შვიდ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ შეჯიბრებას სამ ტრასაზე უმასპინძლებს.

[R]

იყიდო შენთვის თუ აჩუქო სხვას, საკითხავი ეს არის

ანტარქტიკის წყალქვეშა კადრები გვიჩვენებს, რა იწვევს მყინვარის სწრაფ ლღობას