in

თიბისი დაზღვევა „ლექსუს თბილისის” მომხმარებლებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს

თიბისი დაზღვევა „ლექსუს თბილისთან” გახსნის დღიდან თანამშრომლობს და მის მომხმარებლებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. მათ შეუძლიათ სპეციალურად მათზე მორგებული 3 უნიკალური სადაზღვევო პაკეტიდან ერთ-ერთი აირჩიონ. ნებისმიერ პაკეტს საჩუქრად მოჰყვება მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა. გარდა ამისა, მძღოლებს დაზღვევით სარგებლობა საქართველოს გარდა შეუძლიათ სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ტერიტორიებზე. ასევე, ლექსუსი ცენტრში ავტომობილის შეფასება-შეკეთების სერვისით სარგებლობა 5 წლის განმავლობაში.

ჩვენთვის, როგორც ლიდერი კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ლექსუსთან პარტნიორობა, რადგან მათთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, მთავარი მიზანი მომხმარებლებისთვის ხარისხისა და კომფორტის შეთავაზებაა“, – თიბისი დაზღვევა.

21 მაისს შატო მუხრანში „ლექსუს თბილისის” ორგანიზებით გაიმართა ლექსუს RX-ის მეხუთე თაობის მოდელის პრეზენტაცია, რომლის მხარდამჭერიც იყო თიბისი დაზღვევა. პრეზენტაციის მიზანი იყო მომხმარებლებისა და ბიზნეს პარტნიორებისთვის RX-ის მეხუთე თაობის მოდელის წარდგენა, მისი ფუნქციებისა და შესაძლებლობების ჩვენება.

თიბისი დაზღვევა აგრძელებს „ლექსუს თბილისთან” თანამშრომლობას და ავტოინდუსტრიის განვითარებაში წვლილის შეტანას.

[პარტნიორის კონტენტი]

IT და Tech რეკრუტინგის კურსი „სმარტ აკადემიაში“ და საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობა

Google Chrome საწყისი გვერდის დიზაინის შეცვლის პროცესს ამარტივებს