in

თიბისი დაზღვევის კალენდარი — სანერვიულო არაფერია

ალბათ, უკვე ყველამ იცის და უყვარს თიბისი დაზღვევის ყოველწლიური კალენდრის შექმნის ტრადიცია. წელს, „სანერვიულო არაფერია“ კამპანიის ფარგლებშიც, შეიქმნა კალენდარი, რომელიც ყოველდღე გვახსენებს, რომ ცხოვრებისგან მეტის მიღება შეგვიძლია, თუ წვრილმანებს სათანადოდ დავაკვირდებით.

„„შეცდომები მოსულადან“ დაწყებული, ყოველდღიური კალენდარი თიბისი დაზღვევის ბრენდის ატრიბუტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, „მკვდარი“ მედიაა, ჩვენს კამპანიებში ტრადიციულად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ახალ სიცოცხლეს იძენს. ფიქრის პროცესში კრეატივის ტესტად ვიყენებთ — თუ იდეას 365 დღის სამყოფი სასაუბრო თემა მოჰყვება, ე. ი. ჩიტი ბრდღვნად ღირს. ამ მხრივ „სანერვიულო არაფერია“, თავისი იდიომების კორიანტელით, ნამდვილი საბადო გამოდგა. წლებია, ასე მშვიდად არ ვყოფილვარ, როგორც ამ კალენდარზე მუშაობის პროცესში, რადგან ჩვენთვისაც აღმოჩენა იყო ამდენი სამოტივაციო, ინსპირაციული და ხალისიანი მიზეზის გამონახვა არასანერვიულოდ. შენც თუ გადაფურცლავ დღეში ერთხელ, ან სულაც ინსტაგრამზე დაემგზავრები აუცილებლად დაგაზღვევს ნერვიულობისგან, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით უაზროდ და დიდი დოზით შემოგვეჩვია“, — ნიკუშა ანთაძე, HOLMES&WATSON-ის კრეატიული დირექტორი.

კამპანია მიზდან ისახავს ადამიანებისთვის იმის შეხსენებას, რომ თუ ჩიტი ბრდღვნად ღირს, მთების გადადგმაც შესაძლებელია, ჩვენი ჭია გასახარებელია და ყოველთვის ის უნდა ვაკეთოთ, რაც გულზე გვეხატება. და რა შეიძლებოდა ყოფილიყო შეხსენების საუკეთესო საშუალება, თუ არა კალენდარი, რომელიც 365 განსხვავებული გზით აღგვიწერს ყველასთვის ნაცნობ სიტუაციებს, აღფრთოვანებებსა და სურვილებს, რომლებიც არაერთხელ გვქონია. საკომუნიკაციო მესიჯიც, „სანერვიულო არაფერია“, სწორედ ამას ეხმიანება — ცდილობს, მომხმარებელს მისცეს მოტივაცია: შეირგოს როგორც ცხოვრება, ისე პროდუქტი.

„პრობლემებით, ვალდებულებებით, შესასრულებელი მიზნებითა და გადავიწყებული საქმეებით სავსე სამყაროში მიღებული ბრიფის საპასუხოდ, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის უნდა აგვეხსნა, რომ სანერვიულო მართლა არაფერია. თავიდან არც ისე მარტივი იყო, მაგრამ შემდეგ იდიომა-იდიომა, ინსაით-ინსაით, სიტყვა-სიტყვა ნაშენებ კალენდარს ფორმა რომ მიეცა, მივხვდით, ეგრეა, არაფერია სანერვიულო და ამაში ყოველდღე შეგიძლია დარწმუნდე. თუ კალენდარი გაქვს…

მართალია, ფიზიკური კალენდარი ყველას ვერ ექნება, მაგრამ ნურავინ ინერვიულებს, რადგან ისეთი ქვის მხეთქავი კალენდარი გამოგვივიდა, მისი თითოეული გვერდი შეიძლება ციფრულ მედიაში გამოჩუქურთმებული პოსტიც იყოს.

ყოველდღიური კალენდრის მთავარი ამოცანა ყოველდღიური ადეკვატურობაა, რისი ინდიკატორიც მაინც მხოლოდ და მხოლოდ მისი მკითხველის ყოველდღიური რეაქცია შეიძლება იყოს, რის საშუალებასაც ფიზიკური კალენდარი ნაკლებად, ხოლო ციფრული, ერთ სივრცეში შეკრებილ იდიომებზე შემოზრდილი ინსაითები თუ ინსაითებში ჩაკოკლოზინებული იდიომები მეტად იძლევა. ამიტომ, თუ თქვენთვისაც საინტერესოა, მართლა და მართლა რანაირადაა სანერვიულო არაფერი, დრო მოვიდა ახლავე დააფოლოვოთ @sanerviuloaraperia“, — ჯუმბერ გამარჯობაშვილი, HOLMES&WATSON-ის უფროსი ქოფირაითერი.

კალენდარზე მუშაობისას გაერთიანდა ქართული იდიომები და ყველასთვის ნაცნობი ყოველდღიური მოვლენები. შედეგად კი მივიღეთ ესთეტიკური ვიზუალებისა და ადვილად აკვიატებადი ტექსტების ერთობლიობა.

„365 გვერდისთვის ინდივიდუალური ილუსტრაციის შექმნა საკმაოდ გამომწვევი დავალება იყო. შევეცადეთ, მინიმალური და უშუალო ვიზუალით გამოგვესახა თითოეულის შინაარსი. ძალიან ვისიამოვნეთ პროცესით და ახლა უკვე დამთვალიერებლებსაც გაუხალისებს 2023 წელს“, — მარიამ საშა, არტ დირექტორი.

[პარტნიორის კონტენტი]

Dirty Laundry ძალადობის მსხვერპლი ქალების ხმას აჟღერებს

მეცნიერები ქმნიან ქსოვილს, რომელსაც ვირუსების მოკვლა შეეძლება