in

„თიბისი დაზღვევის” სიახლეები ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებისთვის

უკვე სამ წელზე მეტია, თიბისი დაზღვევა ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვას უმარტივებს. აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებელს ექიმთან ჩაწერა სწრაფად და მარტივად შეუძლია. აქვე შესაძლებელია მიმართვის მიღება და კლინიკებსა თუ სპეციალისტებზე ინფორმაციის გაგება. იმისთვის, რომ პროცესები კიდევ უფრო გამარტივებულიყო, თიბისი დაზღვევამ მომხმარებლებს რამდენიმე სიახლე შესთავაზა.

მედიკამენტებზე მიმართვის მიღება ოჯახის ექიმის გარეშე

მედიკამენტების შეძენამდე მიმართვის მისაღებად ოჯახის ექიმთან ვიზიტი აღარ არის საჭირო. საკმარისია აპში აირჩიოთ „მიმართვის მოთხოვნა”, შემდეგ – „მიმართვა მედიკამენტებზე” და ატვირთოთ სპეციალისტის მიერ გამოწერილი დანიშნულების ფოტო. მიმართვაზე დასტურს SMS-ის სახით მაქსიმუმ 1 სამუშაო დღეში მიიღებთ.

10 ვიწრო სპეციალობის ექიმი 50-ზე მეტ კლინიკაში

თიბისი დაზღვევის პროვაიდერ კლინიკებში ოჯახის ექიმის მიმართვა სპეციალისტებთან ვიზიტისთვისაც აღარ გჭირდებათ. მარტივად, აპლიკაციითვე მოითხოვეთ მიმართვა ექიმთან და ჩაეწერეთ სასურველ დროს. ამ სერვისით სარგებლობა 50-ზე მეტ კლინიკაში, შემდეგ სპეციალისტებთან შეგიძლიათ:

  •  მამოლოგი
  • უროლოგი
  • ორთოპედი
  • ნევროლოგი
  • ჰემატოლოგი
  • გინეკოლოგი
  • პროქტოლოგი
  • დერმატოლოგი
  • ტრავმატოლოგი
  • ოფთალმოლოგი

ჩაწერა რეიმანში სპეციალისტებთან

განსხვავებით სხვა პროვაიდერებისგან, Რეიმანის კლინიკაში სასურველ სპეციალისტთან მიმართვის გარეშე, აპით შეგიძლიათ ჩაწერა.

მომსახურების მიღების გამარტივებული სქემა

თუ თიბისი დაზღვევის რომელიმე პროვაიდერ კლინიკაში, ოჯახის ექიმის ან სპეციალისტის დანიშნულებით, რომელიმე სამედიცინო სერვისით სარგებლობა მოგიწევთ, მიმართვის მოთხოვნა აღარ გჭირდებათ. საკმარისია რეგისტრატურაში აცნობოთ, რომ თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობთ და სასურველ ექიმთან შესვლას მაქსიმუმ 20 წუთში შეძლებთ.

თიბისი დაზღვევა განაგრძობს მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კიდევ მეტად გამარტივებას. ყველა სერვისით სარგებლობისთვის გადმოწერეთ აპი.

[R]

წელს TEDxTbilisi მე-10 საიუბილეო ღონისძიებას უმასპინძლებს: ინტერვიუ ორგანიზატორებთან

Vanish აუტიზმთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას ცდილობს