in

თიბისი ბანკმა, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, 25 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა 

თიბისი ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, არსებული საკრედიტო ხაზის 25 მილიონი ევროთი გაზრდის შესახებ. ჯამში, თიბისიმ ევროპის საინვესტიციო ბანკისგან, არსებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში, 81 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც 7 წლის განმავლობაში Covid 19-ით დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება. სესხები ბიზნესებისთვის ევროში, აშშ დოლარსა და ლარში გაიცემა, დაფინანსების საჭიროებიდან გამომდინარე.

„ვამაყობთ წარმატებული თანამშრომლობით ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც რვა წლის წინ დაიწყო. ევროპის საინვესტიციო ბანკი ამ რთულ პერიოდშიც განაგრძობს ჩვენს გვერდით დგომას და თიბისის დახმარებით კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს იმ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ COVID 19-ის პანდემიის შედეგად“, – ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

ახალი ტექნოლოგია ჩვენი ყურის “მოსატყუებლად”

ჰო! ჰო! ჰო! – Extra.ge-ზე Mastercard-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო!