in

თიბისი მომხმარებელს ფულადი გზავნილების აქციას სთავაზობს

თიბისიმ ფულადი გზავნილების აქცია დაიწყო. კამპანია 1-ლ ივნისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მისაღებად, მომხმარებელმა ფულადი გზავნილი თიბისიში დისტანციურად ან ფილიალში მისვლით უნდა გაანაღდოს.

მომხმარებლებს, რომლებიც სწრაფ გზავნილს დისტანციურად გაანაღდებენ (ინტერნეტბანკის, ვებგვერდის www.Tbcgzavnili.ge ან ცხელი ხაზის საშუალებით) – 5 000 ლარის მოგების შანსი აქვთ. ხოლო მას, ვინც გზავნილს თიბისის რომელიმე ფილიალში მიიღებს, შესაძლებლობა აქვს 500 ლარამდე თანხით დასაჩუქრდეს.

ფულადი გზავნილების კამპანიის ფარგლებში, ფულად პრიზს თიბისის 3000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს. გამარჯვებულები ყოველ პარასკევს გამოვლინდებიან და საჩუქრის შესახებ ინფორმაციას SMS შეტყობინებით მიიღებენ.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfer-campaign-has-started

 

[R]

5 ქართველ სტუდენტს ამერიკის 15-მდე უნივერსიტეტისგან აქვს მოწვევა სრული დაფინანსებით

უფასო გარე რეკლამა კომპანიებს, რომლებსაც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეაქვთ წვლილი – Billboards Base-ის კამპანია