in

თიბისი ბიზნესებს გადახდების ახალ, საერთაშორისო პლატფორმას სთავაზობს

რამდენიმე დღის წინ თიბისი ჯგუფმა გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს, მარტივად და სწრაფად მიიღონ და მართონ გადახდები, გაზარდონ გაყიდვები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ.

პლატფორმა 7 წელზე მეტია, წარმატებით ოპერირებს საერთაშოროსო ბაზარზე და მომსახურებას უწევს ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს. პირველ ეტაპზე თიბისი გეგმავს, საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებს შესთავაზოს ონლაინგადახდების მართვის მოქნილი და უსაფრთხო სისტემა, თუმცა, მოგვიანებით მისი არეალი გაფართოვდება.

თიბისის მისიაა, გაუმარტივოს ადამიანებს და ბიზნესს ცხოვრება. ამისათვის ის აგრძელებს რეგიონში სტრატეგიული შესაძლებლობების გაძლიერებას.

Marketer-ის კითხვებს უპასუხა პროექტის ლიდმა, გიორგი ქუთათელაძემ. მისგან ონლაინგადახდების ახალი სერვისის უპირატესობებსა და შესაძლებლობებს შევიტყობთ.

M: თიბისის ონლაინგადახდების სერვისი აქამდეც ჰქონდა, რა განსხვავებაა ახალ პლატფორმასა და ძველ ფორმატს შორის?

თიბისის ონლაინგადახდების სერვისი ახლაც აქვს და ბაზარზე მნიშვნელოვან წილსაც ფლობს. თუმცა, ონლაინგადახდების განვითარების ტემპიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, გამოიკვეთა ამ მიმართულების დამოუკიდებლად განვითარების საჭიროება. ახალი პლატფორმის საშუალებით, ჩვენ შევძლებთ, ბიზნესს უფრო მარტივი და მოქნილი სერვისი, პროდუქტები და გადახდების გამოცდილება შევთავაზოთ, მაქსიმალურად სწრაფად მოვერგოთ მათ საჭიროებებს.

M: ბიზნესებს როგორ დაეხმარება ეს პლატფორმა, რაში გამოიყენებენ ისინი მას?

საქართველოში ბიზნესებისთვის ონლაინგადახდების მარტივად მიღება ჯერ კიდევ გამოწვევაა, ეს პლატფორმა კი, ქვეყანაში ყველა ზომის ბიზნესს გაუმარტივებს პროცესს – მისცემს შესაძლებლობას, სწრაფად განვითარდნენ და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ.
საზღვრებს მიღმა მისწრაფებების მქონე ბიზნესებს კი, შეეძლებათ, ერთი ინტეგრაციითა და პროვაიდერით შეაღწიონ რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე, გაზარდონ მიზნობრივ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ ადრე ონლაინგადახდების მიღება ასოცირდებოდა დიდი რესურსისა და დროის ხარჯვასთან, ახლა ბიზნესს მარტივად და სწრაფად შეუძლია ამის გაკეთება.

M: რამდენად მარტივია კომპანიებისთვის პლატფორმის ინტეგრაცია და მართვა?

მარტივი API-სა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების (SDK) ნაკრების დახმარებით, დეველოპერებისთვის გადახდების ინტეგრაცია უმარტივესია. გარდა ამისა, პლატფორმა ბიზნესს სთავაზობს ინდივიდუალურ სივრცეს, რომლის საშუალებითაც, ციფრულად შეეძლებათ გადახდებისა და ანგარიშსწორების პროცესის მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რაც, საბოლოოდ, დაეხმარებათ გაყიდვების ზრდაში და ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებაში.

M: რა ფუნქციებს სთავაზობს პლატფორმა ელკომერციის ვებგვერდებს?

პლატფორმა ბიზნესს მის მოთხოვნებზე მორგებულ გადახდის მეთოდებსა და გამოცდილებას სთავაზობს: Apple pay, Google pay, ბარათის მონაცემებით გადახდა და სხვა. ასევე, ის ინტეგრირებულია პოპულარულ ელკომერციის პლატფორმებთან: Shopify, Wix, WooCommerce, СS Cart და სხვა. მათი მზა შაბლონები კი, ბიზნესს ელექტრონული კომერციის ჩაშენებას უმარტივებს.
ჩვენი სისტემის გამართულად მუშაობა უზრუნველყოფს გადახდების უწყვეტობას. ჩვენს პარტნიორებს, გადახდების რეალურ გარემოში გაშვებამდე, სატესტო გარემოსა და ბარათების გამოყენებით, მარტივად შეუძლიათ, დარწმუნდნენ სისტემის სწორ მუშაობაში.

M: დაახლოებით რა დრო სჭირდება პლატფორმისა და ვებგვერდის დაკავშირებას?

ჩვენ გვაქვს ინტეგრაციის ინსტრუქციის ონლაინპორტალი, მზა პლაგინები და SDK ნაკრებები, ასევე 24-საათიანი ტექნიკური მხარდაჭერა – ყველაფერი იმისათვის, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და გასაგები, მაგრამ საბოლოო შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ ინტეგრაციის როგორ კონფიგურაციას აირჩევს ბიზნესი.

M: რა ეტაპზე უნდა იყოს ვებგვერდი, რომ უკვე მზად იყოს პლატფორმასთან დასაკავშირებლად?

ბიზნესს შეუძლია, გადახდების ინტეგრაცია დაიწყოს ვებგვერდის დასრულებამდეც და გამოიყენოს სატესტო გარემო. დასრულების შემდგომ კი, გაივლის შემოწმებას და თუ ყველა საჭირო კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, გაეშვება.
შესაძლებელია კომპანიას ვებგვერდი საერთოდ არ ჰქონდეს, რადგან ჩვენ ასევე გვაქვს ვებკონსტრუქტორი, რომელიც ბიზნესს საშუალებას აძლევს, შექმნას საკუთარი ვებგვერდი სრულიად უფასოდ, მარტივად და სწრაფად.

M: რას გვეტყვით თვითონ პლატფორმაზე: რით არის გამორჩეული ?

პლატფორმას საერთაშორისო ბაზარზე ონლაინგადახდების ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მუდმივი განვითარების შედეგად კი, ბევრი მნიშვნელოვანი პროდუქტი თუ ფუნქციონალი დაემატა, ისეთი, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა, ან ბიზნესისთვის რთულად იყო ხელმისაწვდომი. პლატფორმის შესახებ დეტალური ინფორმაცია აუდიტორიისთვის სულ მალე გახდება ცნობილი.

[R]

Mitsubishi-ის რობოტმა რუბიკის კუბი რეკორდულ დროში ააწყო!

Awaken Your Madness — ძალისხმევა, რომელიც წარმატების მიღმა დგას