განათლება თიბისის მოწინავე მიმართულებაა, რადგან მას, როგორც წამყვან ბრენდს საქართველოში, სჯერა, რომ ცოდნა შესაძლებლობების კარს აღებს. 33-წლიანი ისტორიის განმავლობაში თავადაც ბევრი ისწავლა, გამოცადა, გააუმჯობესა და დღეს ახალი თაობის განათლების სადარაჯოზე დგას, რათა ყველას მისცეს საშუალება, დაეუფლონ სასურველ პროფესიებს.
ამის ნათელი მაგალითია სრულად დაფინანსებული პროექტები, რომლებიც თიბისიმ სხვადასხვა დროს დაიწყო და ყველას წარმატებულად ახორციელებს: IT აკადემია, ტექსკოლა, თიბისი კამპუსი, რისკების აკადემია, AI საოლიმპიადო კურსი, Crash კურსები გოგონებისთვის და პარტნიორებთან ერთად შექმნილი ბიზნესის და ტექნოლოგიური განათლების სხვადასხვა პროგრამა.
წლიდან წლამდე იცვლება სტუდენტთა ნაკადები, საქმდებიან კურსდამთავრებულები – ზოგი ისევ თიბისიში, ზოგიც სხვა პრესტიჟულ კომპანიებში. ამ პროგრამებმა კი, საბოლოო ჯამში, მრავალ ახალგაზრდას გაუხსნა გზა უკეთესი მომავლისკენ. აღნიშვნის ღირსია ბიზნესის განვითარების პლატფორმებიც, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესებს უზიარებს გამოცდილებას და მათ წინსვლაში ეხმარება.
ყოველწლიურად, თიბისი განათლების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს აჯამებს და წელსაც, 3 დეკემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ღონისძიებას უმასპინძლა, რომელსაც თავად ბრენდის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ პარტნიორი კომპანიები და მედია. ამ ღონისძიებაზე თიბისის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ ყველა პროექტი ცალ-ცალკე განიხილა, მოკლედ შეაჯამა მიღებული შედეგები, გვესაუბრა მათ მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა, რომ თიბისი ერთ-ერთი პირველი ფინანსური ინსტიტუტია, რომელმაც სტრატეგიულ მიმართულებად აქცია განათლება:

„მოხარული ვართ, რომ ბევრ სხვა ფინანსურ ინსტიტუტსაც მივეცით მოტივაცია, განათლების კუთხით ნაბიჯები გადაედგათ. ამ თვალსაზრისით, ჩვენ არ ვართ ერთმანეთის კონკურენტები, ეს არის საერთო საქმე, რომელიც, საბოლოოდ, ქვეყნისთვისაა სასიკეთო, რადგან მისი მომავალი სწორედ ახალგაზრდობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, თიბისის მისიაა, მაქსიმალურად გამოიყენოს 21-ე საუკუნის ინოვაციური შესაძლებლობები და დაეხმაროს როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე სტუდენტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი ცოდნის მიღებაში”, – ვახტანგ ბუცხრიკიძე.
შემაჯამებელი პრეზენტაციის შემდეგ, ღონისძიების მეორე ნაწილში, პანელური დისკუსიები გაიმართა. პირველ პანელს გიორგი ისაკაძე გაუძღვა, ხოლო მონაწილეები იყვნენ ნინო ენუქიძე – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, გიგი გიორგაძე – საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) დირექტორი, გვანცა მურღვლიანი – თიბისის HC დირექტორი, ვეფხვია ლომინაშვილი – თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის ლიდერი და ალექსანდრე მაყაშვილი – თიბისის სტრატეგიული პროექტების ლიდერი.
პანელზე თიბისელებმა პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს იმ საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებიც ერთობლივად განახორციელეს. ხაზი გაუსვეს პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა დიდ რაოდენობასა და მაღალ შედეგებს, რომლებმაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც გაიყვანა კურსდამთავრებულები.

„თიბისი საკმაოდ დიდი კომპანიაა. უცხოელი სტუმრები როდესაც ჩამოდიან, ხშირად ვეუბნები, რომ აშშ-ში Apple არ არის იმხელა, რამხელაც თიბისია საქართველოში. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს სტატუსი ვალდებულებას გვაგრძნობინებს, განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც პირდაპირ უკავშირდება ცოდნის გადაცემას. ვცდილობთ, სხვებს ვასწავლოთ ის, რაშიც ძლიერი ვართ: ბიზნესი, ტექნოლოგიები და ფინანსები”, – აღნიშნა პანელზე ალექსანდრე მაყაშვილმა.
მომდევნო პანელს თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერმა, მაკუნა თავბერიძემ უმასპინძლა. მისი სტუმრები ის ადამიანები იყვნენ, რომლებმაც სწორედ თიბისის საგანმანათლებლო პროექტები გაიარეს: ანა კუბეცია – თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული, ანა კვაჭანტირაძე – თიბისი ტექსკოლის კურსდამთავრებული, გიგი მოლაშხია – AI ოლიმპიადის ნაკრების წევრი და ლუკა ბერიშვილი – IT აკადემიის კურსდამთავრებული და აწ უკვე თიბისის გუნდის წევრი.
კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს, რომ თიბისის განათლების პროგრამებში მიღებულმა ცოდნამ მათ ბევრი ახალი შესაძლებლობა მისცა არა მხოლოდ თეორიული და ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენის კუთხითაც. მაგალითად, გოგონებმა გაგვიზიარეს, რომ თავიდან ციფრული პროფესიები უბრალოდ მოსინჯეს, კურსის გავლის შემდეგ კი დარწმუნდნენ, რომ ეს გამოცდილება სამომავლო პერსპექტივაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს და მათთვის გარკვეული ბიძგიც კი იყო პროფესიის არჩევის პროცესში. საუბრისას ანამ ისიც აღნიშნა, რომ ერთი კურსის გავლის შემდეგ იმდენად დაინტერესდა, რომ თიბისი ტექსკოლის სხვა კურსებიც გაიარა.

ღონისძიების დასასრულს მაკუნა თავბერიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თიბისის გზავნილს – „მთავარია გჯეროდეს“ – და აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო პროექტებიც სწორედ ამ იდეას ემსახურება. მისი თქმით, რწმენა საკუთარი თავის და ერთმანეთის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია. კურსდამთავრებულებმა დაიჯერეს, რომ შეუძლიათ უფრო მეტი, ხოლო თიბისიმ ახალი შესაძლებლობებით ახალგაზრდებს მისცა რწმენა, გაუხსნა გზა განვითარებისა და საკუთარი თავის პოვნაში.
თიბისი აგრძელებს განათლებაზე – სტრატეგიულ მიმართულებაზე მუშაობას და მომავალ წელსაც განათლების ახალ და უფრო მასშტაბურ პროგრამებს შემოგვთავაზებს.
[R]










