in

თიბისის განათლების სივრცე – თიბისის ახალი პროექტი ახალი თაობისთვის

თიბისი ის ბრენდია, რომელმაც დიდი ხანია ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობისკენ აიღო გეზი და ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელა. საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, თიბისიმ ათასობით მოზარდს მისცა საშუალება, თავისი ინტერესები სასარგებლოდ გაეღვივებინა. ყოველი ახალი პროექტი ახალ შესაძლებლობებს ქმნის და ყოველი მომდევნო წინაზე ინოვაციურია.

ამჯერად, თიბისიმ განათლების სივრცეების მოწყობა დაიწყო და პირველ ლოკაციად ქუთაისის #41 ფიზიკა–მათემატიკის საჯარო სკოლა შეარჩია. სივრცის მოწყობამდე თიბისის გუნდმა ადგილზე შეისწავლა ყველა საჭიროება და აუცილებლობა, რაც ამ სკოლას ჰქონდა, შემდეგ კი უშუალოდ გეგმის განხორციელება დაიწყო. ნიშანდობლივია ისიც, რომ სივრცის დიზაინზე ახალი თაობის დიზაინერმა, ანკა ქოიავამ იმუშავა.

მარიამ მიქელაშვილი, თიბისის ახალი თაობის ბრენდის ლიდერი გვიყვება, რომ თიბისის განათლების სივრცის შექმნის მიზანია, რეგიონებში არსებულ სკოლებში, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა საჭიროება, ახალი თაობისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს, სადაც მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა მიეცემათ.

როცა ქუთაისის განათლების სივრცეზე დავიწყეთ მუშაობა, შევხვდით სკოლის თანამშრომლებს, მოვისმინეთ მათი ხედვა, შევისწავლეთ საჭიროებები, სურვილები და ისე მივიღეთ გადაწყვეტილება, თუ როგორ დაგვეტვირთა პირველი სივრცე შინაარსობრივად. ამ შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ სკოლას კარგად ჰქონდა განვითარებული კლასგარეშე აქტივობების მიმართულება და სჭირდებოდა სივრცე, სადაც ამ საჭიროებების აღსრულებისთვის მოსწავლეებს მეტი კომფორტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა ექნებოდათ.

თიბისის განათლების სივრცეები არ იქნება ერთმანეთის იდენტური. როგორც ქუთაისის, ისე მომდევნო ქალაქებში მდებარე განათლების სივრცეები, მოდულარული მოწყობის პრინციპზე იქმნება, რაც თითოეულ სკოლას მისცემს საშუალებას, რომ სივრცის გამოყენება არსებულ საჭიროებებს მოარგოს. გარდა ამისა, ავეჯი, ტექნიკა თუ დიზაინელემენტები ისე განლაგდება, რომ მათი გადაადგილების შემთხვევაში, სივრცის ათვისების ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ქუთაისის სკოლის მაგალითზე რომ ვთქვათ, ავეჯის მარტივი გადაადგილებით, სივრცე ადაპტირდება როგორც ჭადრაკის წრისთვის, ისე მუსიკალური გაკვეთილების ჩასატარებლად, მხატვრული კითხვისთვის, სოლომეცადინეობისთვის, ბიბლიოთეკად, სკოლის კინოთეატრად, პრეზენტაციებისა და ვორკშოპების ჩატარების სივრცედ და სხვა. რომ შევაჯამო, Ჩვენი მიდგომა მარტივია – ყველა განათლების სივრცეები, რომლებსაც შევქმნით, მაქსიმალურად გაითვალისწინებს კონკრეტული სკოლისა და მისი მოსწავლეების საჭიროებებს“, – მარიამ მიქელაშვილი.

დიზაინერი ანკა ქოიავა კი გვიზიარებს, რომ აუცილებელი იყო, სივრცე მორგებოდა ყველა მოსწავლის საჭიროებას, როგორც დაწყებითი საფეხურის, ისე მაღალი კლასებიდან. ანკა აღნიშნავს, რომ მისთვის, როგორც ახალი თაობის წარმომადგენლისთვის, კიდევ უფრო საინტერესო იყო სივრცის მოწყობა.

დიზაინზე მუშაობისას თიბისის მთავარი სურვილი იყო, რომ სივრცე ყოფილიყო მრავალმხრივ გამოყენებადი და მაქსიმალურად მორგებული დაწყებითი კლასების მოსაწავლეების საჭიროებებზე. შესაბამისად, კონცეფციისა და ავეჯის თითოეული დეტალის შემუშავებისას, ჩემთვის მთავარი იყო, რომ მოდულარული ელემენტებისგან ერთიანი, ცოცხალი ორგანიზმი მიმეღო. წრიული მაგიდებისა და სკამების კომპლექტი, რომელიც ერთმანეთს ერწყმის, მაგიდები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე ფუნქციას ითავსებს – ერთდროულადაა ამფითეატრის პირველი საფეხური, საკლასო ოთახისა და ჭადრაკის თამაშისთვის განკუთვნილი მაგიდა.

პროცესში ძალიან საინტერესო იყო სულ რაღაც 4 მარტივი დიზაინელემენტიგან შემდგარი სივრცისგან ისეთი ცოცხალი ორგანიზმის შექმნა – როგორც ეს „თიბისის განათლების სივრცეში“ შევძელით. სივრცეში ყველა დიზაინელემენტი როგორც დამოუკიდებელ, ისე ერთმანეთთან დაკავშირებულ შინაარსს იძენს, ყველა ელემენტს აქვს ერთი ფუნქცია და მეორესთან ისეა შერწყმული, რომ ახალ ელემენტს ქმნის და სრულყოფილად თანაარსებობს. ჩემთვის ფაზლივით იყო ამ სივრცის შექმნა, სადაც როგორც ფაზლის ცალკეული ნაწილები, ისე მათი მთლიანობაც და საბოლოო სურათის შექმნა – ჩემს ხელში იყო.

იქიდან გამომდინარე, რომ სივრცეში არის მოდულარული ავეჯი და აქვს თავისუფალი გეგმა – მოსწავლეებიც, ამ სივრცის შემოქმედები ხდებიან და ყველა მათი ქმედებით სივრცეს ახალ შინაარსს აძლევენ – მათ შეუძლიათ, სივრცის ნებისმიერი დეტალი თავიანთი მოთხოვნის მიხედვით გადააწყონ და მოირგონ“ – ანკა ქოიავა.

[R]

ყველაზე ცნობილი ისტორიების შემქმნელის ისტორია – Pixar

რა სიახლეებს გვაცნობს Google Cloud Next 2024-ის ღონისძიებიდან?