in

„როცა სურვილებს ვერ ანაწილებ” – თიბისი განაწილების სპეციალური შეთავაზება მარტის თვეში

თიბისის მისია, უკვე 30 წელზე მეტია, მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ამ მისიის აღსრულების ერთ-ერთ საშუალებად სწორედ ის უამრავი, მრავალფეროვანი პროდუქტი და სერვისი მიიჩნევა, რომლებსაც თიბისი ქმნის. თიბისი განაწილება ამ მხრივ გამორჩეული პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი სურვილების ასასრულებლად თანხის 4 თვემდე თანაბრად გადანაწილებას, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოს გარეშე სთავაზობს.

იმის მიუხედავად, რომ თითოეული ინდივიდი ერთმანეთისგან განსხვავებულია თავისი საჭიროებებითა და მისწრაფებებით, ყოველ ჩვენგანს მსგავსი გამოცდილებები მაინც გვაერთიანებს. ყველას გვიყვარს საყვარელი ადამიანების გახარება და მათი საჩუქრებით განებივრება, საკუთარი თავის დაჯილდოება მიღწეული წარმატებისთვის ან სულაც, რაიმე მიზეზის გარეშე ახალი ნივთის ყიდვა. მეცნიერებიც კი შეთანხმდნენ, რომ შოპინგი ადამიანში ბედნიერების ჰორმონს გამოყოფს.

რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლების ყოველდღიურობის გამარტივება,  თიბისის გუნდმა მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი – თიბისი განაწილება შექმნა, რომელიც ყიდვის პროცესს გაცილებით პროდუქტიულს და ნაკლებად სტრესულს ხდის. ამ მიზეზით თიბისის განაწილება ყველა მომხმარებლის საყვარელ პროდუქტად იქცა და ვინც ერთხელ მაინც გამოცადა მისი კომფორტულობა, შოპინგი მათთვის, თიბისი განაწილების გარეშე, წარმოუდგენელი გახდა.

თუ ერთხელ მაინც შესულხარ შენს საყვარელ მაღაზიაში, კონკრეტული ნივთი ძალიან მოგწონებია, მაგრამ მაღალი ფასის გამო ყიდვა გადაგიფიქრებია, ახლა, შესაძლებლობა გაქვს, თიბისი განაწილებით პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში ნებისმიერი შენთვის სასურველი ნივთი შეიძინო და თანხა არა მაშინვე, არამედ ეტაპობრივად, 4 თვის განმავლობაში, გადაიხადო. რაც მთავარია, ეფექტური 0%-ით. ანუ, გადაიხდი ზუსტად იმდენს, რამდენიც პროდუქტი ღირს, გაძვირების გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ ნივთის ღირებულება ზუსტად იგივეა, რაც შეძენის მომენტში იყო.

თიბისის გუნდი მუდმივად მუშაობს, რომ განაწილების ფარგლებში, მომხმარებელს ბევრად უფრო უკეთესი და მრავალფეროვანი  შეთავაზებები შეუქმნას, ამიტომ  8 მარტს, განაწილების ფარგლებში, ძალიან მომგებიანი შეთავაზება მოგიმზადა.

თუ დედისთვის, საყვარელი ქალისთვის, მეგობრისთვის ან უბრალოდ საკუთარი თავისთვის საჩუქარს ეძებ, თიბისი განაწილების ეს შეთავაზება არ უნდა გამოტოვო. ესტუმრე გალერია თბილისს 8 მარტს, შერჩეულ პარტნიორ მაღაზიებში გადაიხადე თიბისი განაწილებით და მიიღე 30%-იანი ქეშბექი, მაქსიმუმ 100 ლარი. გახსოვდეს, რომ ამ აქციის ფარგლებში, თანხას არა მარტო 4 თვეზე ანაწილებ, არამედ საფასურის 30%-საც უკან იბრუნებ.

ამიტომ, ყიდვა აღარ გადადო, გააკეთე შენი სურვილების სია, ეწვიე პარტნიორ მაღაზიებს, მიიღე 30%-იანი ქეშბექი და თან გაანაწილე.

შეთავაზებით სარგებლობას შეძლებ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საბავშვო, აქსესუარების, სამკაულის, პარფიუმერიისა და საყოფაცხოვრებო ტიპის მაღაზიებში. პარტნიორი ობიექტების სრული ჩამონათვალი, შეგიძლია იხილო ბმულზე.

[პარტნიორის კონტენტი]

ყველაფრის უკან შენ ხარ – დედის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი

„აგროსფერო“ 20 წლისაა – როგორი იქნება საიუბილეო წელი მომხმარებლებისთვის