თიბისის გამორჩეული პროდუქტი – „განაწილება”, ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა, ამიტომ, მათ მუდმივად განსხვავებულ შეთავაზებებს სთავაზობს.
აპრილი წიგნის მოყვარულების გახარებით იწყება. საქართველოში ერთ-ერთი პირველი გამომცემლობის, დიოგენეს ფიზიკურ მაღაზიებში მიმდინარე, 1+1 აქციით წიგნების განაწილებით ყიდვისას, ისინი დამატებით 10%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
წიგნის მოყვარულთათვის განსაკუთრებული შეთავაზებების მომზადებას თიბისი განაწილება წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვისაც გეგმავს, ამიტომ უახლოეს მომავალში კვლავ გექნებათ შესაძლებლობა, იყიდოთ თქვენთვის სასურველი წიგნები და თანხა არა მაშინვე, არამედ ეტაპობრივად, 4 თვის განმავლობაში გადაიხადოთ. რაც მთავარია, ეფექტური 0%-თ, გაძვირების გარეშე. ასევე, ფესტივალში მონაწილე ნებისმიერ ობიექტში შესაძლებელი იქნება ტრანზაქციების განაწილებაც, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილი წიგნების საფასურს უკან დაიბრუნებთ და სასურველ პერიოდზე გაანაწილებთ.
[პარტნიორის კონტენტი]