in

როგორ დავიბრუნოთ „შავ პარასკევს” დახარჯული თანხა? – გაეცანით თიბისის განაწილების ახალ ფუნქციას

Black Friday-ს კვირეულმა ნაყოფიერად ჩაიარა, ბევრი რამ შეიძინეთ, თუმცა ახლა ფიქრობთ, რომ ფასდაკლებებმა იმაზე მეტი თანხა დაგახარჯვინათ, ვიდრე ელოდით? დაცარიელებული საფულის ხილვა და ხელფასების ლოდინი ნამდვილად უსიამოვნო პროცესია. რას იტყოდით, ამ დროს ვინმე რომ მოსულიყო თქვენთან და ეთქვა, რომ შავ პარასკევს დახარჯული თანხა ერთი ხელის მოსმით ისევ თქვენს ანგარიშზე დაჯდება? ეს აღარ არის არარეალური ოცნება, ეს თიბისის ახალი ფუნქციონალია, რომელიც მის ციფრულ ბანკში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. 

გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა და გაიმარტივე ცხოვრება – აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა ძალიან მარტივია. ამისთვის საჭიროა, დაიმტკიცოთ განაწილების ლიმიტი ციფრულ ბანკში, განხორციელებული ტრანზაქციებიდან შეარჩიოთ ის ტრანზაქცია, რომლის დაბრუნებაც გსურთ და დააჭიროთ ღილაკს „ტრანზაქციის განაწილება“. წესების გაცნობისა და დათანხმების შემდეგ, თანხა ანგარიშზე დაგიბრუნდებათ და მის განაწილებას 4 თვეზე შეძლებთ. განაწილების გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქციის გადახდიდან არ იყოს გასული 14 დღეზე მეტი.

ეს თიბისის ინოვაციური ფუნქციონალია, რომლის გამოყენებაც საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ. დაგჭირდებათ მხოლოდ:

  •  ციფრულ ბანკში განაწილების ლიმიტის დამტკიცება;
  • განხორციელებული ტრანზაქციების გადახედვა და ისეთის შერჩევა, რომლის დაბრუნებაც გსურთ;
  • შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „ტრანზაქციის განაწილება“;
  • გაეცანით და დაეთანხმეთ წესებს და თანხა დაგიბრუნდებათ, რომელიც 4 თვეზე შეგიძლიათ გადაანაწილოთ.

განაწილების ეს ფუნქციონალი ძალიან მოსახერხებელია იმისთვის, რომ უარი არ ვთქვათ სასურველ შენაძენზე და გამუდმებით ხელფასის ჩარიცხვის ლოდინში არ ვიყოთ. თუ გაქვთ გაუთვალისწინებელი ხარჯები ან უცებ გამოჩნდა საოცნებო მოგზაურობა, რომელზეც თანხა არ გყოფნით, დაიბრუნეთ გადახდილი თანხა და ეტაპობრივად დაფარეთ დავალიანება. 

განაწილების ძირითადი პირობები კი ასე გამოიყურება:

  • პროდუქტის საფასურის განაწილება შესაძლებელია 4 თვეზე
  • განაწილებისას 100-დან 5000 ლარამდე თანხა მომენტალურად დაგიბრუნდება
  • წინსწრების საკომისიო – 0%
  • გაცემის საკომისიო – 0%
  • თვიური საპროცენტო განაკვეთი – 1%
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 21.44%. მაგალითად, 100-ლარიანი ტრანზაქციის განაწილების შემთხვევაში თვეში მოგიწევთ 26 – 26 ლარის გადახდა – ჯამში 104 ლ.

არ გადადოთ შეძენა, გადადეთ გადახდა და იცხოვრეთ თქვენი სურვილების შესაბამისად!

[R]

თბილისში „ქეი ეფ სის“ მე-15 რესტორანი  გაიხსნა!

შაქრის ლინზის მქონე კამერა ფოტოებს რეალურად იღებს!