in

თიბისის განაწილების შეთავაზება — დასაჩუქრდით 5000, 3000 ან 1000 ლარით

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვქონია ისეთი მომენტი, როცა საოცნებო ნივთის დანახვისას ან „ხელფასამდე მოვიცდი“, ანდაც „ფასდაკლების დროს ვიყიდი“ ფრაზები გვითქვამს…

სწორედ ამ გადადებული სიამოვნების დისკომფორტს გვიმსუბუქებს თიბისის განაწილება — ეს ინოვაციური გადახდის შესაძლებლობაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, დაუყოვნებლივ შევიძინოთ ის, რაც გვინდა. განაწილებით ნივთის ღირებულება ოთხ ტოლ ნაწილად იყოფა და ოთხი თვის განმავლობაში ფარავს მომხმარებელი. მეტიც, თანხის პირველი ნაწილი ნივთის შეძენიდან ათ დღეშია შესატანი და არა — ყიდვისას.

ახლა კი თიბისიმ 10-24 მაისის პერიოდში განაწილების შეთავაზება აამოქმედა: 10-24 მაისის ჩათვლით გადაიხადე თიბისი განაწილებით ყველაზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში და დასაჩუქრდი 5000, 3000 ან 1000 ლარით

აქციის პირობები:

  1. აქცია მოქმედებს მხოლოდ განაწილების პარტნიორ მაღაზიებში;
  2. გამარჯვებული გამოვლინდება ყველაზე მეტ პარტნიორ მაღაზიაში შესრულებული განაწილების მიხედვით;
  3. აქციაში მონაწილეობის მისაღებად, საჭიროა, განაწილებით ისარგებლოთ განსხვავებულ პარტნიორ ობიექტებში;
  4. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მომხმარებელს ექნება ერთნაირი პარტნიორების რაოდენობა, გამარჯვებულის გამოსავლენად უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც აქვს ჯამურად მეტი მოცულობის განაწილება გაკეთებული. მაგ. თუ ტოპ 3 მომხმარებელს ექნება 20 განაწილება, გაიმარჯვებს ის, ვინც ჯამურად ყველაზე დიდ თანხას გაანაწილებს;
  5. გამარჯვებული გამოვლინდება აქციის დასრულებიდან 20 დღეში;
  6. ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, ტრანზაქცია არ ჩაითვლება;
  7. გამარჯვებულს თანხა გამოვლენიდან 10 დღეში ჩაერიცხება;
  8. ინფორმაცია გამარჯვებულების შესახებ განთავსდება ამავე გვერდზე, კლიენტის სახელის და გვარის ინიციალების სახით, შესაბამისი ტრანზაქციების რაოდენობასთან ერთად;
  9. გამარჯვებულებს დაუკავშირდება თიბისის წარმომადგენელი.

პარტნიორი სავაჭრო ობიექტების სია, სადაც აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ, მრავალფეროვანია — ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტექნიკა, სათამაშოები, აქსესუარები, პარფიუმერია, ბავშვის ნივთები და სხვა მრავალი კატეგორიის პროდუქტები 100-მდე პარტნიორ მაღაზიაშია. სამომავლოდ ამ სიას დიდი მაღაზიები, სილამაზის სალონები, სასტუმროები და ესთეტიკური ცენტრებიც დაემატება.

[პარტნიორის კონტენტი]

“ჯაზი მაღალი ტემპერატურით” თბილისის 26-ე ფესტივალზე

ამ AI მოდელს წიგნების წაკითხვა და საფუძვლიანი ანალიზის დაწერა შეუძლია