სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ შოპინგი ბევრი ჩვენგანის გატაცებად იქცა — ძალიან კარგი საშუალებაა, მაღაზიიდან მაღაზიამდე სიარულის ნაცვლად, საიტიდან საიტამდე რომ სქროლავ და სასურველ ნივთებს ნებისმიერ დროსა თუ სიტუაციაში არჩევ. თანაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარება უფრო დააჩქაარა და ყველაფერი მეტად მორგებული გახდა ადამიანის კომფორტსა და კეთილდღეობაზე. ამ პროგრესის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილობრივ მაგალითად კი თიბისის განაწილების სერვისი გვევლინება.
რამდენიმე თვის წინ, როდესაც გადახდის ახალი საშუალება პირველად ამოქმედდა, თანხის განაწილებით სარგებლობა პარტნიორ მაღაზიებში ადგილზე მისვლით შეიძლებოდა. ახლა კი იმისათვის, რომ პროცესი გაცილებით კომფორტული გამხდარიყო, მისი განვითარება გადაწყვიტეს — კერძოდ, ამიერიდან განაწილების სერვისით სარგებლობა სახლიდან გაუსვლელადაც შეიძლება. სხვა სიტყვებით, განაწილება იმოქმედებს პარტნიორი ობიექტების როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ მაღაზიებში გადახდისას.
უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, გადახდის ალტერნატიული მეთოდის დახმარებით, ნივთის ღირებულების გაყოფა 4 ტოლ ნაწილად შეიძლება, საპროცენტო განაკვეთის და დამატებითი, 0%-იანი საკომისიოების გარეშე. ერთადერთი, რაც უნდა გაითვალისწინო, ისაა, რომ პროდუქტით სარგებლობისთვის აუცილებელია, წინასწარ დამტკიცებული განაწილების ლიმიტი გქონდეს — ამ უკანასკნელის შემოწმება და დამტკიცება კი პირდაპირ ციფრულ ბანკში, შეთავაზებების გვერდიდან შეგიძლია.
თუ ლიმიტი უკვე დამტკიცებული გაქვს, განაწილებით გადახდას პარტნიორ ობიექტებში მარტივად შეძლებ.
ამისთვის ონლაინ შოპინგისას:
- აირჩიე პარტნიორი ონლაინ მაღაზია;
- შეარჩიე სასურველი პროდუქტი და გადადი ყიდვაზე;
- გადახდის მეთოდად აირჩიე თიბისი განაწილება;
- შენი ციფრული ბანკიდან დაასკანერე QR კოდი;
- აირჩიე თიბისი განაწილება;
- გაეცანი და დაეთანხმე წესებს და პირობებს;
- სასურველი პროდუქტი უკვე შენია.
ფიზიკურ მაღაზიებში შოპინგისას:
- ციფრული ბანკიდან დაასკანერე QR კოდი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში ტერმინალზე გამოჩნდება;
- QR-ის დასკანერების შემდეგ გაეცანი ძირითად პირობებს და დაეთანხმე ხელშეკრულებას;
- ტერმინალზე დაიბეჭდება ქვითარი, რაც იმას ნიშნავს რომ განაწილება დასრულებულია.
სარგებლობის ძირითადი პირობები:
- განაწილების ლიმიტი – 100-დან 5000 ლარამდე
- განაწილების ვადა – 4 თვე
- საპროცენტო განაკვეთი – 0%
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 0%
- გაცემის საკომისიო – 0%
- წინსწრებით დაფარვის საკომისიო – 0%
გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა
ამ ეტაპისთვის ონლაინ შეთავაზების პარტნიორი მაღაზიები არიან: Veli.Store, Vendoo, ICR, Ici Paris, Alta. თუმცა ყოველდღიურად სულ უფრო მეტი პარტნიორი დაემატება და მომხმარებლები უკვე სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ განაწილებით სასურველი პროდუქტების შეძენას.
[R]