in

თიბისის ახალი ინიციატივა: ღია კინოჩვენებები სამცხე-ჯავახეთში

თიბისის ინიციატივით, ბორჯომის მერაბ კოსტავას სახელობის ბაღში, რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმის „გრძელი ნათელი დღეები“ ღია ჩვენება გაიმართა. ფილმის ჩვენებას ადგილობრივი მაცხოვრებლები, ახალგაზრდები და ტურისტები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, პირველი ჩვენება უკვე მოეწყო ახალქალაქში. მომდევნო ღია ჩვენება კი ახალციხესა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაიმართება.

გარდა ფილმის ჩვენებებისა, თიბისის ინიციატივითა და ხელშეწყობით, სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი ღონისძიება მოეწყობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველისთვის თავისუფალია!

თიბისი საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუციაა, რომელიც აცნობიერებს პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, თუ როგორი პოზიტიური გავლენა შეუძლია იქონიოს თიბისიმ სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით. ამიტომ თიბისისთვის კულტურის, განათლებისა და შემეცნებითი პროგრამების მხარდაჭერა მისი დაარსების დღიდან პრიორიტეტს წარმოადგენს.

[პარტნიორის კონტენტი]

„პეპელას“ ნოსტალგიური კამპანია ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით

WhatsApp-ში ერთდროულად უკვე 32 ადამიანთან შეძლებთ დარეკვას