in

GITI 2023 – 5 დღე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე

თიბისის მხარდაჭერით, 11-12 დეკემბერს „აქსისში” საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტები წარმოაჩინოს, რაშიც არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეები იგულისხმება, არამედ რეალური ცვლილებების შესახებაცაა საუბარი.

მთლიანობაში, ღონისძიება აერთიანებს კონფერენციას, სადაც სხვადასხვა მიღწევაზე პრეზენტაციების მეშვეობით საუბრობენ; საგამოფენო სივრცეს, სადაც კომპანიები და ორგანიზაციები თავიანთ პროდუქტებს, საინფორმაციო მასალებს წარმოადგენენ — შესაბამისად, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ეძლევა, უფრო დეტალურად გაიგოს ინოვაციების შესახებ.

თიბისი, როგორც ტექკომუნის მთავარი მხარდამჭერი, წელს კიდევ უფრო განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალებას სთავაზობს აუდიტორიას და მათ ისეთი კომპანიის წარმომადდგენლის მოსმენის საშუალებას აძლევს, როგორიც Thoughtworks-ია. Thoughtworks საერთაშორისო ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ახალი ტექგადაწყვეტებით ორგანიზაციებში ცვლის არსებულ ხედვებს, პროცესებს ტექპროდუქტის შექმნისას და ამკვიდრებს ისეთ სტანდარტებს, რომლებიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მომტანია.

ზოგადად, წლიდან წლამდე ძალიან საინტერესოა ამ ღონისძიებაზე დაკვირვება — ნათლად ვხედავთ, როგორ იცვლება ტენდენციები თუ მთავარი საკითხები. ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ თემად ციფრული ტრანსფორმაცია სახელდება. ამასთანავე, კიბერუსაფრთხოების მიმართაც საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი, ყველა ორგანიზაცია დიდ ინვესტიციას დებს ამ მიმართულებით. შესაბამისად, დამსწრეები ზუსტად გაანალიზებენ, რა კუთხითაა საჭირო განვითარება“,- ირაკლი გვენეტაძე, GITI-ს თანადამფუძნებელი.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც საერთაშორისო ტექმოთამაშეებთან თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება მომხმარებელს ყოველდღიურ პროცესებს გაუმარტივებს.

[პარტნიორის კონტენტი]

საინტერესო პოდკასტი | როგორია რეალურად ჩვენი ნერვული სისტემა?

ფინანსურ სექტორში დასაქმებულთა გამოწვევები — ინტერვიუ „ლიდერ კრედიტის“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელთან