in

თიბისის საერთაშორისო აღიარება – Global Finance-ის ნომინაციებში მოპოვებული გამარჯვება

სულ ცოტა ხნის წინ, Global Finance-მა თიბისის კორპორაციული ციფრული ბანკი საუკეთესოდ შეაფასა. თიბისიმ ,საერთაშორისო აღიარება ინოვაციურ სერვისებში მოიპოვა. ჟურნალი Global Finance 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. უკვე 35 წელია, გამოცემა დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში და რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს, მსოფლიოს გარშემო. გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია, რომლის წევრები საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან ტექნოლოგიების, საკონსულტაციო და სხვა სფეროების მიმართულებით. რას ნიშნავს ეს ჯილდოები და რატომაა ის მნიშვნელოვანი არამხოლოდ თიბისისთვის, არამედ მისი მომხმარებლისთვის, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ლიდერმა, როსტომ ტალახაძემ გვიამბო. 

M: პირველ რიგში, მიმოვიხილოთ, რატომ არის თიბისისთვის მნიშვნელოვანი Global Finance-ის კონკურსში მონაწილეობა?

Global Finance საერთაშორისო ბიზნეს გამოცემაა, რომელიც საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს გამოავლენს და აჯილდოებს. ამ დაჯილდოებაში მონაწილეობა თიბისისთვის მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს საერთაშორისო აღიარებას. Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია. ჩვენთან ერთად, ამ დაჯილდოებაში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ და ვფიქრობ, თიბისის მიერ მოპოვებული ჯილდოები და აღიარება განსაკუთრებულად საამაყოა.

M: თიბისის რა მიმართულებები შეაფასა საუკეთესოდ, Global Finance-მა?

წელს, ისევე როგორც გასულ წლებში, თიბისიმ Global Finance- ის მრავალი ჯილდო მოიპოვა, როგორც ციფრულ კორპორაციულ სერვისებში, ასევე ციფრულ სამომხმარებლო სერვისებში. Global Finance-მა თიბისი საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად აღიარა საქართველოში.  

გვიხარია, რომ წელს, ამ დაჯილდოებაზე განსაკუთრებული ჯილდოები მოვიპოვეთ, რადგან თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ციფრული სერვისების განვითარება და დახვეწა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

M: თქვენი შეფასებით, როგორ განვითარდა თიბისის ციფრული პროდუქტები, ბოლო წლების განმავლობაში?

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დისტანციური პროდუქტების ხელმისაწვდომობა. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი მომხმარებლებისათვის შეთავაზებული პროდუქტების და სერვისების უმეტესობა გაციფრულებულია, შესაბამისად ხელმისაწვდომია დისტანციურად, ანუ ჩვენი მომხმარებლების ზედმეტი დროის დახარჯვის გარეშე.  

ჩვენს თანამოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ძალიან მარტივად, ფილიალში მისვლის გარეშე, დისტანციურად გახდენენ თიბისის მომხმარებლები, რისთვისაც საჭიროა თიბისის აპლიკაციის გადმოწერა და მარტივი რეგისტრაციის პროცესის გავლა.

M: რატომაა მნიშვნელოვანი ინოვაციური მიდგომა, ციფრული პროდუქტების განვითარებისთვის?

პროდუქტებზე მუშაობისას ყოველთვის ვფიქრობთ, რომ მომხმარებელს კომფორტული და გამორჩეული გამოცდილება შევუქმნათ. საბანკო სერვისების გაციფრულება, მათი კომპლექსურობის გამო, რთული პროცესია და სწორედ აქაა საჭირო ინოვაციურობა და არასტანდარტული გზების მოფიქრება.  

ჩვენი გუნდი მომხმარებლების კმაყოფილებაზე ორიენტირებულობითა და ინოვაციური მიდგომით ახერხებს კომპლექსური საბანკო პროცესები მარტივ და კომფორტულ ციფრულ პროდუქტებად აქციოს.  

მინდა მადლობა გადავუხადო თიბისის თითოეულ მომხმარებელს ჩვენი პროდუქტების გამოყენებისათვის და უკუკავშირისთვის რასაც ყოველდღიურად ვიღებთ და ძალიან გვეხმარება კიდევ უფრო თანამედროვე და კომფორტული გავხადოთ ჩვენი სერვისები. 

გადმოწერე ციფრული ბანკი და გახდი თიბისის მომხმარებელი მარტივად.

[R]

10 ტექნოლოგია, რომლებსაც ტესტერების დღეზე გაეცნობით, 9-10 სექტემბერს!

Back To School: Back In Style – ახალი სასწავლო წელი Dressup.ge-სთან ერთად