in

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

ყველაზე ინოვაციურ ბანკად დასახელების შემდეგ თიბისიმ მორიგი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა. ამჯერად Global Finance-მა თიბისი დააჯილდოვა ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. 

თიბისის ჯილდოები გადაეცა შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო AI-ჩატბოტი და ვირტუალური ასისტენტი;
  • ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ინოვაციური გამოყენება სამომხმარებლო დაკრედიტებისა და საკრედიტო რისკების მართვაში;
  • ხელოვნური ინტელექტის საუკეთესო გამოყენება რისკების მართვაში.

ამავე ნომინაციებში თიბისი საქართველოს მასშტაბითაც საუკეთესოდ დასახელდა.

ჯილდოები თიბისის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელებული ინოვაციური პროექტებისთვის გადაეცა, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას, საბანკო პროცესების გამარტივებასა და გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფის ზრდას ემსახურება.

2026 წელს ეს თიბისის მორიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. Global Finance-მა თიბისი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ინოვაციურ ბანკად დაასახელა; ხოლო წლის განმავლობაში ბანკმა არაერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო სამომხმარებლო გამოცდილების, ინოვაციებისა და თიბისის მობაილბანკის მიმართულებით.

ეს აღიარებები ადასტურებს, რომ თიბისი თანმიმდევრულად ნერგავს ინოვაციებსა და ხელოვნურ ინტელექტს იყენებს არა მხოლოდ პროცესების ავტომატიზაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტული გახადოს.

Global Finance-ის AI in Finance Awards იმ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აჯილდოებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს წარმატებით იყენებენ სამომხმარებლო, კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების განვითარებისთვის.

[პარტნიორის კონტენტი]

„გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

Windows 11 Home თუ Windows 11 Pro – ღირს თუ არა Pro-ში დამატებით გადახდა