in

ახალი აპი ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებელს – თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევას, თავისი მომხმარებლისთვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე აქვს. დღეიდან, ჯანმრთელობის დაზღვევის მომხმარებლებს შეუძლიათ, კომპანიის ახალი აპლიკაციით ისარგებლონ და თავიანთი სმარტფონების მეშვეობით, ციფრულად, სულ რამდენიმე წუთში მიიღონ სადაზღვევო სერვისები.

აპლიკაციის საშუალებით, შეგიძლიათ, ჩაეწეროთ ოჯახის ექიმთან, მოითხოვოთ ანაზღაურება ან საგარანტიო წერილი. ასევე, გაიაქტიუროთ სამოგზაურო დაზღვევით გათვალისწინებული დღეები.

„ახალი აპი დაზღვეულების ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული, რაც აქ და ახლა, სადაზღვევო სერვისების კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად მიწოდებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, ამ აპლიკაციით, დაზღვეულებმა ის მომსახურებები და სერვისები მიიღონ, რომელიც სრულად მორგებულია ადამიანის საჭიროებებს და რაც მთავარია, ამისათვის მაქსიმალური ეფექტურობით დახარჯონ მინიმალური დრო“, – ამბობს ნინო გაჩეჩილაძე, ჯანმრთელობის დაზღვევის დირექტორი.

ახალი აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია iOS და ანდროიდ სისტემებისთვის.

თუ შენც სარგებლობ ჯანმრთელობის დაზღვევით, გადმოწერე ახალი აპლიკაცია და გაგვიზიარე შთაბეჭდილებები “.

აპლიკაციის გადმოწერა ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. iOS სისტემისთვის APP Store, ხოლო ANDROID სისტემისთვის Google Play . საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ TBC Insurance, დააჭიროთ ჩამოტვირთვას და მიჰყვეთ ინსტრუქციებს.

 

[R]

Geo Stalk – სტალკერი საქართველოდან, რომელიც მიტოვებულ ადგილებს გვაცნობს

რა აქვს საერთო მენსტრუალურ ციკლსა და ავტობუსს?