in

თიბისიმ მოსწავლეებისთვის ახალი აპლიკაცია hi app შექმნა 

თანამედროვე სამყაროში თითქმის ყველა სფერომ ციფრული სახე მიიღო. ადამიანებმაც მარტივად ავუწყვეთ ფეხი ამ გამარტივებულ, კომფორტულ და მოსახერხებელ შესაძლებლობებს. წლების წინ ეს ცვლილებები ძირითადად ზრდასრულებზე აისახებოდა, თუმცა ახლა ციფრული უნარების ათვისება უფრო ადრეული ასაკიდან იწყება, რასაც ბაზარზე არსებული მოწინავე კომპანიები და ბრენდებიც სათანადოდ ეხმიანებიან. ამის მაგალითია თიბისის უახლესი აპლიკაცია hi app, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ფინანსების მართვას და ამისთვის საჭირო უნარების გამომუშავებას.

ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობა და მათზე მორგებული პროდუქტების შექმნა თიბისისთვის პრიორიტეტულ მიმართულებაა. ამ ყველაფერზე კი უფრო დეტალურად გვესაუბრება მარიამ მიქელაშვილი, „თიბისი ახალი თაობისთვის“ ბრენდის ლიდერი:

M: მარიამ, ბოლოდროინდელ აქტივობებს თუ დავაკვირდებით, თიბისისთვის „ჯენზი“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს, რისი მაგალითიცაა ქვებრენდის „თიბისი ახალი თაობისთვის“ შექმნა. მოდით, ვისაუბროთ, როგორ ზრუნავთ „ჯენზიზე“…

თიბისი ყოველთვის არის იქ, სადაც ახალი თაობაა. ბრენდისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, შესაბამისად მუდმივად ვმუშაობთ და ვავითარებთ ისეთ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებიც მათ ეხმარება უფრო მარტივად მართონ თავიანთი ყოველდღიურობა. hi app სრულიად ახალი პროდუქტია — ციფრული ბანკი მოსწავლეებისთვის, რომელიც 18 წლამდე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად მართონ თავიანთი ფინანსები — გადარიცხონ თანხა, შეივსონ მობილური ბალანსი, ჩაირთონ მობილური ინტერნეტი და ა. შ. ასევე, თიბისის მოსწავლის და სტუდენტის ნაკრები, რომლებიც ბარათთან ერთად საბანკო სერვისებს მოიცავს, მომხმარებლებისთვის სრულიად უფასოა.

M: ახლა კი გადმოვინაცვლოთ სიახლეზე — კონკრეტულად რას გულისხმობს hi app და როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

აპლიკაცია 6-17 წლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი — ეს ის თაობაა, რომელიც ბავშვობიდანვე შეჩვეულია ციფრულ ატრიბუტიკას, შესაბამისად მათ ბუნებრივად აქვთ გამომუშავებული აქვთ ციფრულ გაჯეტებთან ურთიერთობის უნარები. ამის გათვალისწინებით, მათთვის მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე მორგებული აპლიკაციების გამოყენება, სადაც თავისუფლად შეძლებენ ნებისმიერი საჭიროების დაკმაყოფილებას.

hi app-ის შექმნაც იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე გამოყენებად მედიუმში მიგვეწოდებინა ახალი თაობისთვის საჭირო შესაძლებლობები. ასევე, თიბისის ჭრილში ინოვაციურია ის ფაქტი, რომ აქამდე ამ თაობის მოსწავლეებს არ შეეძლოთ დამოუკიდებლად თანხის გადარიცხვა, მობილური ბალანსის შევსება და სხვა მარტივი ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულება. ახლა კი 12-17 წლის მომხმარებლებს უკვე საშუალება აქვთ, აპლიკაციის ყველა ფუნქცია სრულად მოიხმარონ. მთლიანობაში კი, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ისაა, რომ hi app-ის გამოყენება რეალურად დაეხმარება მოსწავლეებს, დამოუკიდებლად მართონ თავიანთი ყოველდღიურობა.

მარტივად, hi app-ით მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორებიცაა:

  • ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
  • მობილური ბალანსის შევსება
  • მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა და გამოყენება
  • ბალანსის შემოწმება
  • გადახდის დღიური ლიმიტის კონტროლი

აპლიკაციის გადმოწერა და მოხმარება სრულიად უფასოდ შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს.

M: ერთია მოსწავლეების დამოუკიდებლობა, მაგრამ შეიძლება მშობლებისთვის ნაკლებად კომფორტული იყოს, თუ ვერ შეძლებენ იმის ნახვას, როგორ იყენებენ შვილები განსაზღვრულ თანხას. ამასთან დაკავშირებით, რა მექანიზმი გაქვთ შემუშავებული?

რა თქმა უნდა, ეს ფაქტორიც გავითვალისწინეთ და აპლიკაცია სრულიად მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან მათ შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში, თავიანთი შვილების ფინანსები აკონტროლონ და ტრანზაქციებიც ნახონ. ამისათვის სინქრონიზაციის ფუნქციას გამოიყენებენ და დაიმატებენ შვილების ბარათებს თავიანთ ციფრულ ბანკში — შედეგად, მარტივად მიადევნებენ თვალს, თუ როგორ ანაწილებენ ისინი თანხას, სად ხარჯავენ, რამდენს და ა. შ.

M: მეტად ტექნიკურ დეტალებზე რომ გადავიდეთ, როგორ უნდა გაააქტიურონ მოსწავლეებმა აპლიკაცია?

ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს:

  • მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან ციფრული ბანკის მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.
  • თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, მოსწავლის ბარათის შეკვეთის დროს, კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს რომ სურს hi app-ის გააქტიურება და ფილიალში ბარათის აღების დროს მოითხოვოს აპლიკაციაზე წვდომის ჩართვა.
  • იმ შემთხვევაში კი თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის ციფრული ბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.

იმის გათვალისწინებით, რომ „ჯენზის“ წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის განცდა, რათა თავად აკონტროლონ ცხოვრების ნებისმიერი ასპექტი, თიბისის უახლესი ინიციატივა საინტერესო შეთავაზებას წარმოადგენს.

hi app-ის გადმოწერა შესაძლებელია როგორც IOS, ისე Android ოპერაციულ სისტემებზე.

[R]

მეცნიერებმა ბუნების „დაკარგულ კანონს“ მიაგნეს

წინანდალში მსოფლიოში აღიარებული ღვინის სიმპოზიუმი „Grand Jury Du Vin“ გაიმართება — ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი