in

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა უკვე თიბისის ბარათებით არის შესაძლებელი

თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში – მეტროში, ავტობუსებში, საბაგიროებსა და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე თიბისის ნებისმიერი Visa და MasterCard ბარათით არის შესაძლებელი. მეტი სიმარტივისთვის, თიბისის მომხმარებლები გადახდას Apple Pay-ს საშუალებითაც შეძლებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდა, ამ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის მასშტაბით იქნება შესაძლებელი, ძალიან მალე კი სხვა ქალაქებიც დაემატება.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მათ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.

 

[R]

ასტრონომებმა პოტენციურად საცხოვრებლად ვარგისი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს

Apple-მა გაფართოებული რეალობის პროდუქტი სერიალ For All Mankind-თან დააკავშირა