in

„თიბისი დაზღვევა“ COVID-19-ის გართულებულ შემთხვევებს დააზღვევს

„თიბისი დაზღვევა“, მომხმარებელს, ახალ პროდუქტს – COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევას სთავაზობს.

BOG
BOG

დაზღვევა ვირუსით ინფიცირების ორი სახის შემთხვევას დაფარავს:

  1. დაზღვეულს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდება და სამედიცინო დაწესებულებაში დაავადების მძიმე მიმდინარეობით მოხვდება, ერთჯერადად, 10 000 ლარი გადაეცემა. მის გამოყენებას პაციენტი ნებისმიერი მიზნით შეძლებს.
  2. სიცოცხლის დაზღვევა, ლეტალური შედეგის შემთხვევაში, დაზღვეულის ოჯახისთვის 50 000 ლარის გადაცემას გულისხმობს.

აღნიშნულ დაზღვევას მოცდის პერიოდი აქვს, რაც ნიშნავს, რომ დაზღვევა პოლისის გაფორმებიდან, 20 დღის შემდეგ დაფიქსირებულ შემთხვევებს აანაზღაურებს.

დაზღვევის  ღირებულება 19 ლარია და მისი შეძენა, 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ მსურველს, on.tbcinsurance.ge-ზე ერთჯერადი გადახდით შეუძლია. დაზღვევა ხელშეკრულების გაფორმებიდან 31.12.2020-მდე მოქმედებს.

„ახალი კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობას სახელმწიფო სრულად აფინანსებს. თუმცა, მკურნალობის გარდა, ასეთ დროს ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი ჩნდება. სწორედ ამიტომ, COVID-19-ის გართულებებისგან დასაზღვევად სიცოცხლის დაზღვევის ახალი პროდუქტი შევქმენით, რომელიც დაზღვეულისა და მისი ოჯახის წევრების ყოველდღიური ცხოვრების მატერიალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, – ამბობს პაატა ღაძაძე, „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი.

 

[R]

როგორი იქნებოდა მანქანის მართვა იუპიტერზე, მზეზე, ან მთვარეზე – ვიდეოსიმულაცია

როგორ იცვლება მომხმარებლის ქცევა Covid-19-ის ფონზე? [გლობალური მიმოხილვა]