რამდენ კონტრაქტზე მოგიწერიათ ხელი წაუკითხავად? რამდენჯერ? და რაც წაიკითხეთ, იქიდან, რა გაიგეთ? აღმოჩნდა, რომ გაუგებრობებს და მოულოდნელ „სიურპრიზებს“, ძირითადად, გაურკვევლად, სპეციფიკური ტერმინებით, რთული წინადადებებით შედგენილი ხელშეკრულება იწვევს. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად და მომხმარებელთან „ერთ ტალღაზე ყოფნისთვის“, თიბისი დაზღვევამ შექმნა ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე, ანუ უფრო მარტივად წასაკითხი და აღსაქმელი ხელშეკრულება. ეს სიახლე კიდევ უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, ამაში, მათ, სააგენტო Windfor’s Tbilisi დაეხმარა.
ეს ვიდეოები ალბათ, ბევრმა თქვენგანმა უკვე ნახა და საკუთარი თავიც ამოიცნო. თიბისი დაზღვევას სურს, მომხმარებლებმა მსგავსი გამოცდილება სამუდამოდ დაივიწყონ. სამაგიეროდ, მათთვის გასაგებ ენაზე შექმნილ ხელშეკრულებასა და უფრო გასაგებად ჩამოყალიბებულ პირობებს სთავაზობს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ანუ, რატომ და როგორ შეიქმნა „ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე“?! – ამაზე თათია კარიაული (CMO, „თიბისი დაზღვევა“) და ირინა საყვარელიძე (სინიორ კოპირაიტერი, Windfor’s Tbilisi) გვიამბობენ. თუმცა, მანამდე კიდევ ერთხელ ვნახოთ, კამპანიისთვის გადაღებული ვიდეორგოლის სრული ვერსია.
როგორ მიხვედით გადაწყვეტილებამდე, რომ შეგექმნათ „ავტოდაზღვევა გასაგებ ენაზე“?
თათია კარიაული: „თიბისი დაზღვევა“, 4 წლის წინ შემოვიდა ბაზარზე. მაშინ, ჩვენი ბრენდის დაპირება საქართველოში დაზღვევასთან დაკავშირებული გამოცდილების გამარტივება იყო. მას შემდეგ, ამ დაპირების ერთგულები ვართ, მუდმივად ვქმნით და ვარგებთ სადაზღვევო პროდუქტს, თუ სერვისებს თანამედროვე ადამიანებს. ამისთვის, პირველ რიგში, ვსაუბრობთ მათ ენაზე. Customer-Centric მიდგომამ ჩვენ საცალო სადაზღვევო ბაზარზე 2018 წლიდან პირველობა მოგვიტანა. თუმცა, დაზღვევა კომპლექსური პროდუქტია და როგორც ჩვენი შიდა კვლევები ადასტურებს, ცნობადობის მიუხედავად, ადამიანებს უჭირთ, სადაზღვევო პირობებში გარკვევა, რაც ხშირად, დაზღვევისას არასწორი მოლოდინის შექმნის, ან შემდგომში იმედგაცრუების მიზეზი ხდება. ყველაფრის სათავე კი, როგორც აღმოჩნდა, უმეტესად კონტრაქტების წაკითხვა/აღქმის სირთულეა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, უკვე დაზღვეულებსა და პოტენციურ სამიზნე აუდიტორიას, ავტოდაზღვევა ყველასთვის გასაგებ ენაზე შევთავაზოთ.
ამ კამპანიაზე მუშაობისას რა მიზანი დაისახეთ?
თათია: წარმატების მიუხედავად, ჩვენი კომპანიის მიზანია, უწყვეტად მივყვეთ ბრენდის დასახულ მისიას და ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად ჩვენივე პროდუქტების გამოყენების გამოცდილება გავაუმჯობესოთ. შესაბამისად, ამ კამპანიის საშუალებით, გვინდოდა, ადამიანებისთვის გვეთქვა, რომ ჩვენ გვესმის, რა სჭირდებათ მათ, რა უქმნით დისკომფორტს და ზუსტად ამის გათვალისწინებით ვაახლებთ მნიშვნელოვან სადაზღვევო კომპონენტებს. ამ ცვლილებებით გვსურს, ჩვენი ავტოდაზღვევა უფრო მეტად გახდეს ადამიანზე მორგებული.
„თიბისი“ დაზღვევა უკვე დიდი ხანია, მომხმარებლის ენაზე საუბრობს, ეს კამპანია კი საშუალებას გვაძლევს, ჩვენ და მომხმარებლები, თუ უბრალოდ დაზღვევით დაინტერესებული ადამიანები, ერთ ტალღაზე აღმოვჩნდეთ.
ეს მიზანი სააგენტოსთვის მიცემულ ბრიფში როგორ გადაითარგმნა?
თათია: მთავარი „ინსაითი“ ჩვენი მომხმარებლებისგან წამოვიდა. ცხადი გახდა, რომ მათი სურვილია, ბრენდს კიდევ უფრო მეტად ესმოდეს ადამიანების საჭიროებები და სირთულეები. შედეგად, დავინახეთ გზაც მათი ცხოვრების გასამარტივებლად. ეს ვთარგმნეთ, როგორც ადამიანებთან „ერთ ტალღაზე ყოფნა“. აი, ჩვენი მთავარი მიგნება.
ამის შემდეგ, საქმეში სააგენტო Windfor’s Tbilisi ჩაერთო. რა გადაწყვეტა მოიფიქრეთ ამ მიგნებისთვის?
ირინა საყვარელიძე: ბრიფზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ უმეტესობა ჩვენგანს მართლა არ ჰქონდა წაკითხული არც ერთი კონტრაქტი და რაც წაკითხული გვქონდა, იქიდან, ნახევარზე მეტი გაუგებარი იყო. თავიდან, ვხუმრობდით, რომ უმეტესობას ისე გვქონდა ხელი მოწერილი ხელშეკრულებაზე, არც კი ვიცოდით, რა ეწერა შიგნით. როცა საუბარია ავტო დაზღვევაზე, როგორც წესი, ისინი კიდევ უფრო ჩახლართულია ხოლმე. მთავარი „ინსაითიც“ ეს იყო – ყველასთვის გაუგებარია ეს კონტრაქტები და არავინ ბოლომდე არ კითხულობს, ხელს ისე აწერს. აქედან გამომდინარე, გაგვიჩნდა იდეა, რომ „ერთ ტალღაზე ყოფნისთვის“, საჭირო იყო რეალურად გაგვემარტივებინა და ყველასათვის გასაგები გაგვეხადა სადაზღვევო ხელშეკრულება.
ახლა კამპანიისთვის შექმნილი ვიდეორგოლების შინაარსზე, თემასა და პერსონაჟებზეც ვისაუბროთ.
ირინა: უკვე ჩამოყალიბებული კონცეფციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ გამარტივებულ ხელშეკრულებაზე, მომხმარებლებისთვის, ასევე მარტივი და გასაგები ენით გვესაუბრა. აგვეხსნა მათთვის, რას ვცვლიდით და რატომ. ასე გაჩნდა კამპანიაში ნეიროფსიქოლოგი, რომელიც გვიხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია კონტრაქტის ტექსტი იყოს მარტივი, ილუსტრირებული, პიქტოგრამებით დაყოფილი. ვიდეორგოლში ფილოლოგი საუბრობს, რომ ხელშეკრულების ენა უნდა იყოს მარტივი, რთული, ქვეწყობილი და თანწყობილი წინადადებების გარეშე. დიზაინერი აკაკი რაზმაძე კი გვიყვება, რამდენად მნიშვნელოვანია ფონტის დახვეწილი და მარტივი ფორმა. ამიტომ, სპეციალური შრიფტიც შევქმენით – „კონტრაქტიკა“, რომელიც ღიაა და შეუძლიათ, სხვებმაც გადმოიწერონ, რომ რაც შეიძლება მეტი კონტრაქტი იყოს მარტივ ენაზე დაწერილი და მარტივად აღსაქმელი.
აი, ეს ყველაფერი რაზეც ვიდეორგოლშია საუბარი, ავსახეთ ახალ კონტრაქტში. ვიხელმძღვანელეთ ამ სპეციალისტების რჩევით და ამიერიდან, თიბისის ავტო დაზღვევის ხელშეკრულება იქნება ძალიან გასაგები და მარტივი. ანუ შევცვალეთ ის, რაც ყველაზე დიდი პრობლემა იყო.
ამ კამპანიით, როგორია თიბისის ავტოდაზღვევის, როგორც პროდუქტის პოზიციონირება?
ირინა: დღეს პოზიციონირება ასეთია: ეს არის პირველი ავტოდაზღვევა, რომელიც მეგობრულ ენაზე გელაპარაკება, ყველაფერს ისე გიხსნის, რომ მარტივად გაიგო, კონტრაქტიც კი ძალიან მარტივ, გასაგებ ენაზეა შექმნილი. აბსოლუტურად ყველა პუნქტი არის მარტივად აღსაქმელი და გასაგები, ყოველგვარი მოულოდნელი სიურპრიზები გარეშე.
მართალია, რამდენიმე დღის წინ გაეშვა კამპანია და ჯერ შეფასებებზე საუბარი რთულია, მაგრამ რა გამოხმაურება მოჰყვა მას მომხმარებლისგან, თუნდაც, სოციალურ მედიაში?
თათია: პირველ რიგში, ძალიან მიხარია, რომ შევძელით და რეალური გამოცდილება გავაუმჯობესეთ. ეს პროექტი ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კამპანია. გამოხმაურებების თვალსაზრისით, უმეტესად პოზიტიურ გზავნილებს ვიღებთ, რაც გვიჩენს მოტივაციას გავაგრძელოთ ეს მუხტი.
ირინა: ძალიან კარგი უკუკავშირი გვაქვს, ჯერჯერობით. მართლა, თითქმის, არავის ესმოდა და არავინ კითხულობდა ჩახლართულ, გაუგებარ ენაზე დაწერილ ხელშეკრულებებს, ახლა კი ძალიან მარტივი და გასაგებია ყველაფერი.
კიდევ რას უნდა ველოდოთ ამ კამპანიისგან – ვიდეოები, პრინტები და ა.შ.?
თათია: თიბისი დაზღვევის მომხმარებელთან კომუნიკაცია მუდმივად განვითარებადი და გრძელვადიანი პროცესია. ამ შემთხვევაში, კამპანია – „დაზღვევა გასაგებ ენაზე“ ჩვენი ბრენდისთვის „შეცდომები მოსულას“ კულტურის ლოგიკური გაგრძელებაა და მოიცავს იმასაც, რასაც, ზოგადად, თიბისი ჯგუფი ამბობს მოძრაობით #წერექართულად.
კამპანია ახლა დავიწყეთ და წინ საინტერესო გაგრძელება გველოდება. ალბათ, მიხვდებოდით – ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც გრძელვადიან პლატფორმას და მომდევნო პერიოდის განმავლობაში ვეცდებით, საინტერესოდ გავშალოთ კონცეფცია.
Credits:
Client: TBC Insurance
Head of Marketing: Tatia kariauli
Brand team: Nata akulashvili, Lasha shatirishvili, likuna khazaradze
Agency: Windfor’s
Creative Chairman: Vato Kavtaradze
Creative Directors: Bibi Asatiani, Nino Gordeladze, Beqa Meparishvili
Executive Creative Director: Beqa meparishvili
Senior Copywriter: Irina Sakvarelidze
Senior Art Director: Mari Sukhishvili
Strategists: Mariam Chkhaidze, Elene Gugushvili
Account manager: Keti Razmadze
Head of Design: Natia Kvaratskhelia
Graphic Designers: Meko Chikadze; Sergo Titenkovi
Director & DOP – Giorgi Zatiashvili
Producer – Inna Margvelashvili
1st AD – Irina Khvedelidze
Assistant Producer – Mariam lobzhanidze
Set Designers – Tamar Guliashvili, Sopho Kharebashvili
Make-up Artist – Nino Bedeladze
Technical Crew:
Focus Puller – David Chkhaidze
Camera Assistant – Giorgi Pailodze
Playback Operator – Levan Zaridze
Gaffer – Vaja Aprasidze
Light & Grip – Bidzina Chkhaidze, Mikheil Saganelidze
Sound Mixer – Irakli Ivanishvili
Post Production:
CG – Nika Maisuradze, Pasha Maisuradze, Giorgi Borchkhadze
Music – Misho Eliava
Sound Editor – Paata Godziashvili
Color correction – Goga Tsikolia
განსაკუთრებული მადლობა:
აკაკი რაზმაძე – ტიპოგრაფი
ნინო მარგველაშვილი – ნეიროფსიქოლოგი
რუსუდან მარგველაშვილი – ფილოლოგი
[R]