in

„თიბისი დაზღვევა“, COVID-19-ის რისკებთან დაკავშირებული სიცოცხლის დაზღვევის ფარგლებში, 50 000 ლარს ანაზღაურებს

COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევა კომპანიის სიცოცხლის დაზღვევის ახალი პაკეტია, რომლის მიზანი ეპიდემიასთან დაკავშირებული მსხვილი რისკებისგან დაცვაა. ამ ახალ პროდუქტზე Marketer.ge „თიბისი დაზღვევის“ პერსონალური რისკების ანდერაიტინგის განყოფილების უფროსს ეკატერინე გორგასლიძეს ესაუბრა:

BOG
BOG

„ზოგადად, სიცოცხლის დაზღვევას, სამ-საუკუნოვანი ტრადიცია აქვს ევროპაში. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ყიდულობს ამ პროდუქტს, რომ ოჯახები ფინანსური პრობლემების წინაშე არ დატოვონ მოულოდნელი გარდაცვალების შემთხვევაში. სიცოცხლის დაზღვევა, როგორც ნებისმიერი სხვა ტიპის დაზღვევა, სოლიდარობის პრინციპზე არის აწყობილი: დაზღვეულების მიერ გადახდილი მცირე შენატანებით (სადაზღვევო პრემია) შექმნილი მსხვილი ფონდიდან ხდება კონკრეტული დაზღვეული ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახზე წინასწარ დათქმული თანხის გადაცემა.

სიცოცხლის დაზღვევის ერთ-ერთი სახეობა – სესხთან დაკავშირებული სიცოცხლის დაზღვევა – საქართველოში უკვე წლების განმავლობაში იყიდება. სიცოცხლის დაზღვევა ფორმდება სესხის აღების მომენტში და მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში სესხის დარჩენილ ოდენობას სადაზღვევო კომპანია უფარავს ბანკს ისე, რომ ეს ვალდებულება ოჯახზე არ გადადის.

ქართულ ბაზარზე თიბისი დაზღვევა სიცოცხლის დაზღვევის უპირობო ლიდერია – მთელი საბაზრო წილის 60%-მდე. კომპანიამ ოპერირება 2017 წელს დაიწყო და დღემდე 11,2 მილიონი ლარი აქვს ანაზღაურებული, ათასობით მსესხებლის ოჯახი გათავისუფლდა სესხის დაფარვის ვალდებულებისაგან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსესხებლების შემთხვევაში ჩვენი სტანდარტული სიცოცხლის დაზღვევა COVID-19-ით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევებსაც ფარავს. თუმცა ეს სტანდარტული პროდუქტი მხოლოდ სესხთან არის დაკავშირებული“.

https://bit.ly/3eWKtgf

რატომ გადაწყვიტეთ  COVID-19-ის გართულებული შემთხვევების პროდუქტის შექმნა? 

ე.გ. : „პირველივე დღეებიდან, როდესაც მსოფლიოში COVID-19 პანდემია გამოცხადდა და ნათელი გახდა, რომ ჩვენი ქვეყანაც ეპიდემიის საფრთხის წინაშე დადგა, კომპანიაში ბევრს ვმსჯელობდით, ამ კომპლექსურ პრობლემასთან ბრძოლაში ჩვენ რა წვლილი შეიძლებოდა შეგვეტანა. აქ წინა ხაზზე ექიმები, ექთნები და სხვა მედპერსონალია. ამიტომ, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში 300 000 ლარიანი ფონდი გამოვყავით – ყველა იმ ექიმს, ექთანს თუ უმცროს მედპერსონალს, რომელიც დაინფიცირდება COVID19-ით უშუალოდ პაციენტისაგან, გადაეცემა კომპენსაცია ერთჯერადად 4 000 ლარის ოდენობით. ლეტალურ შემთხვევაში კი ოჯახს დამატებით გადაეცემა 6 000 ლარი. დღეისათვის მედიკოსების დაინფიცირების უკვე 25 შემთხვევაა დაფიქსირებული საიდანაც ამ კომპენსაციების დიდი ნაწილი უკვე ანაზღაურებული გვაქვს.

შემდეგ დავფიქრდით, რა პროდუქტის შეთავაზება შეგვეძლო მოქალაქეებისთვის იმისათვის, რომ COVID-19-თან დაკავშირებული მსხვილი რისკებისგან დაგვეზღვია. ასე შეიქმნა სიცოცხლის დაზღვევის პროდუქტი COVID-19 გართულებებისგან დაზღვევა.

რას მოიცავს COVID-19-ის გართულებული შემთხვევების დაზღვევა?

ე. გ. : მოგეხსენებათ, კორონავირუსით ინფიცირებულების მკურნალობას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. თუმცა, გარდა მკურნალობისა, ასეთ დროს, როდესაც დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, არის ბევრი გაუთვალისწინებელი ხარჯი. ლეტალური შედეგის დადგომის დროს კი – ოჯახი შეიძლება ერთ-ერთი ანდა ერთადერთი შემოსავლის მომტანის გარეშე დარჩეს. COVID-19-ის გართულებებისგან დაზღვევა ასეთი სავალალო შემთხვევების დროს ითვალისწინებს ფიქსირებული თანხის ანაზღაურებას.

რა შემთხვევებში მოქმედებს ეს პაკეტი?

ე. გ. : პაკეტი დაზღვეულის COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში ფარავს 2 რისკს: თუ დაზღვეული სამედიცინო დაწესებულებაში მოხვდება დაავადების მძიმე მიმდინარეობით,  გაიცემა  ფიქსირებული თანხა 10 000 ლარის ოდენობით. მისი გამოყენება ნებისმიერი საჭიროებისთვის შეეძლება. მძიმე მიმდინარეობა, ეს არის შემთხვევები, როცა ინფიცირებულს სჭირდება ხელოვნური სუნთქვის აპარატი ან უვითარდება სეფსისი. ასევე, გათვალისწინებულია სხვა დაფარული შემთხვევები, რაც განსაზღვრულია სახელმწიფო პროტოკოლით. რაც შეეხება სიცოცხლის დაზღვევის კომპონენტს, ის გულისხმობს დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახისთვის 50 000 ლარის ოდენობით ფიქსირებული თანხის ანაზღაურებას.

ვის და როგორ შეუძლია ამ პაკეტის შეძენა?

ე. გ. : ფიზიკური პირების შემთხვევაში, პროდუქტის შეძენა შეუძლია 18-დან 65 წლამდე ნებისმიერ მსურველს „ონლაინ“ ფორმით on.tbcinsurance.ge-ზე სულ რაღაც 19 ლარის ერთჯერადად გადახდით. ანუ 19 ლარი არის პოლისის მთლიანი ღირებულება და არა ყოველთვიური შენატანი. ასევე, კომპანიებს აქვთ საშუალება, 18-დან 65 წლამდე თანამშრომლები დააზღვიონ აღნიშნული რისკებისგან, ამისათვის ჩვენი გაყიდვების სამსახურს უნდა მიმართონ.

ოდის და რა პერიოდით შედის ძალაში დაზღვევა? როდის უნდა მოხდეს დაინფიცირება, შემთხვევა რომ ანაზღაურდეს?

ე. გ. : პოლისი ამოქმედდება შეძენის დღესვე და ძალაშია 2020 წლის 31 დეკემბრამდე. ანაზღაურებას ექვემდებარება პოლისის გაფორმებიდან 20-დღიანი მოცდის პერიოდის შემდეგ დამდგარი შემთხვევები. ანუ COVID-19-ით დაინფიცირება უნდა მოხდეს პოლისის შეძენიდან 20 დღის გასვლის შემდგომ პერიოდში.

 

[R]

თვითდასაქმებულები, კომპენსაციისთვის განაცხადს, 21 მაისიდან 1-ლ ივნისამდე შეავსებენ 

„საქართველოს ბანკი“, განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალი ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს