in

გამოხატე უპირობო სიყვარული ყოველდღე – თიბისი დაზღვევა

ყოველდღიურად ადამიანები სხვადასხვა პატარ-პატარა მოქმედებით გაუცნობიერებლად ან გაცნობიერებულად საყვარელ ადამიანებზე ზრუნავენ. როცა სხვაზე ზრუნავ და მისგან საპასუხოდ არაფერს ელოდები, ეს უპირობო სიყვარულია, რომელიც უამრავი სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს.

უპირობო სიყვარულის ფორმების გასაზიარებლად თიბისი დაზღვევამ, კრეატიულ სააგენტო “Leavingstone”-თან ერთად, 2022 წლის კალენდარი შექმნა, სადაც თითოეული დღის ბარათზე სიყვარულის გამოხატვის სხვადასხვა ფორმაა აღწერილი.

კალენდრის მიხედვით შეიქმნა ინსტაგრამ გვერდიც. აქ ყოველდღიურად, 365 დღის განმავლობაში, განთავსდება უპირობო სიყვარულის სხვადასხვა ფორმა, რომელიც “გიკარნახებს” საყვარელი ან თუნდაც უცნობი ადამიანების მიმართ, როგორ გამოხატო სიყვარული და როგორ იზრუნო მათზე.

უპირობო სიყვარულის ფორმების შექმნით გვინდოდა დაგვენახებინა ადამიანებისთვის, რომ ყოველდღიურად უამრავი გზა არსებობს იმისათვის, რომ საყვარელი ადამიანების მიმართ გამოხატო შენი გრძნობები და ასევე, იზრუნო მათზე უპირობოდ. ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად გამოხატავს სიყვარულს. თუმცა, როდესაც ვინმეზე ზრუნავ და არაფერს ელოდები საპასუხოდ, ხვდები, რომ ეს უპირობო სიყვარულია.” – გვიყვებიან თიბისი დაზღვევის მარკეტინგის განყოფილებაში.

უპირობო სიყვარულის ფორმების შესრულება და სხვისთვის გაზიარება შენც შეგიძლია. გამოიწერე ინსტაგრამ გვერდი upirobo_sikvaruli_daily და დაელოდე ახალ-ახალ ბარათებს ყოველ დღე.

ეს არის პროექტი, რომელიც მთელი წლით გიწვევს თამაშში, რომელსაც “უპირობო სიყვარული” ქვია. სინამდვილეში კი არის კალენდარი, რომელიც ყოველ დღე ისეთ ახალ დეტალს აღმოგაჩენინებს, რომ ხვდები, რა მარტივი და უბრალოა გიყვარდეს.ზუსტად ამიტომ ვეძახი თამაშს, რომ ყოველ დღეს ახალი გამოწვევა აქვს.” – მატასი სულაკაური, დიზაინ გუნდის ხელმძღვანელი.

უპირობო სიყვარულის 365 ფორმის ბარათის შექმნის იდეა, თიბისი დაზღვევის კამპანიის ნაწილი იყო – სიცოცხლის დაზღვევა – უპირობო სიყვარულის ფორმა. კამპანია და, ზოგადად, პროდუქტი, სიცოცხლის დაზღვევა, სწორედ უპირობო ზრუნვის იდეასთანაა დაკავშირებული. შენ აზღვევ საკუთარ სიცოცხლეს, რადგან ზრუნავ საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაზე მაშინაც კი, როცა აღარ ხარ. სიცოცხლის დაზღვევა ფატალური შემთხვევისას, ოჯახის წევრის ან წინასწარ დასახელებული პირის ფინანსურ კომპენსაციას გულისხმობს.

პირველ რიგში, მადლობა თიბისი დაზღვევის გუნდს რომ მთელ წელიწადზე წინასწარ გვაფიქრა და უპირობო სიყვარულით აგვავსო – კალენდრის შექმნა საინტერესოდ დამღლელი გამოცდილება გამოდგა!

ჩვენმა გუნდა, უბრალოდ, აიღო კალენდრის შექმნის დავალება და პირდაპირ გულში ჩაიკრა, რაც ნიშნავს, რომ მწერალთა მხარემ თითოეულ დღეს თითო უპირობო სიყვარულის ინსაითი და მერე სიტყვიერი გამოხატულება უპოვა, ხოლო ვირტუალურმა ვირტუოზებმა კი ოთხი სეზონისთვის ოთხის განსხვავებული ილუსტრაცია მოიფიქრეს და შემდეგ პატარა თბილ-ჩახუტება ვიზუალებად მიმოფანტეს თითო-ოროლა ბარათებზე.

აფერუმ! სულ სიყვარული და კაი ამბებიი!” – ლაშა დ. კოტორი, შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

კრედიტები:

კლიენტი: თიბისი დაზღვევა

სააგენტო: ლივინგსტონი
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ლაშა დ.კოტორი
დიზაინ გუნდის ხელმძღვანელი: მატასი სულაკაური
ექაუნთ დირექტორი: ეკატერინე ებანოიძე
ექაუნთ მენეჯერი: ქეთო მოსულიშვილი
არტ დირექტორი: მაგდა ჯანჯალაშვილი
დიზაინერი: ანიკი გელაშვილი
ქოფირაითერები: მინდია არაბული, ქეთევან მაღრაძე, გიორგი მენაბდე, გიორგი აბულაძე

[პარტნიორის კონტენტი]

Star Wars-ის ფანმა “სინათლის მახვილი” შექმნა და გინესის რეკორდსმენი გახდა

PVP Battle-ის მესამე სეზონი იწყება – გაიცანი KMC!