in

თიბისი დაზღვევის ციფრულ მარკეტინგს ნატალია ფირცხალავა უხელმძღვანელებს

natalia pirtskhalava

თიბისი დაზღვევას ციფრული მარკეტინგის მიმართულების ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. კომპანიის ეს მიმართულება ნატალია ფირცხალავამ ჩაიბარა. თიბისი დაზღვევამდე, ის EKIMO-ს მარკეტინგის მენეჯერი, მანამდე კი, TKT.GE-ს მომხმარებლებთან ურთიერთობას უძღვებოდა, უფრო ადრე – “კაპაროლის” ბრენდ მენეჯერად მუშაობდა. მარკეტერთან მან ახალ პოზიციასა და მოლოდინებზე ისაუბრა.

ნატალია ფირცხალავა: “ისე დაემთხვა, რომ ახალი სამსახურის ძიების მომენტში, თიბისი დაზღვევის გუნდში არსებული ვაკანსიის შესახებ შევიტყვე. დავკავშირდით ერთმანეთთან და ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, ალტერნატიულ, ჩემთვის უფრო რელევანტურ ვაკანსიამდე მივედით. გავიარე რამდენიმე ეტაპი და ბოლოს შევჯერდით გადაწყვეტილებაზე, რის შედეგადაც, დღეს, გუნდის წევრი ვარ.

სადაზღვევო სფერო მიმზიდველია ჩემთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებისთვის აუცილებელ და საჭირო პროდუქტებსა და სერვისებს მოიცავს, რაც მუშაობის პროცესს, ჩემი პერსპექტივიდან, უფრო ღირებულად აქცევს. კონკრეტულად თიბისი დაზღვევას კი, მისი სტრატეგიული მიზნების, კორპორატიული კულტურისა და ღირებულებების გათვალისწინებით, ჩემთვის cultural fit-ად და განვითარების შესაძლებლობად აღვიქვამ.

ბოლო წლების განმავლობაში ისე მოხდა, რომ ჩემი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა ციფრულ პროდუქტებთან/სერვისებთან არის კავშირში. აქედან გამომდინარე, თიბისი დაზღვევაში ჩემი პოზიცია Digital Marketing-ის Team Leader-ად განისაზღვრა. ვეცდები, ჩემი ძალისხმევა მაქსიმალურად მივმართო იმისკენ, რომ ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივდეთ და მათთვის საჭირო პროდუქტები და სერვისები მოკლე დროში და ეფექტურად მიიღონ.”

რომელია სწორი და მცდარი გზა თანამშრომლის უკუკავშირის მისაღებად?

ბინის დაზღვევა „ალდაგისგან“ – სიმშვიდე კარკასიდან რემონტამდე