in

თიბისი დაზღვევამ ელექტრონულ საფულეში სამოგზაურო დაზღვევა დაამატა

„თიბისი დაზღვევის“ სამოგზაურო დაზღვევის დამატება Google და Apple Wallet-ებში შეგიძლიათ, რაც მის გამოყენებას უფრო მარტივს ხდის. საჭიროების შემთხვევაში, მესაზღვრისთვის ინფორმაციის ჩვენებას ერთი დაწკაპებით, ელექტრონული საფულიდანვე შეძლებთ. თიბისი დაზღვევის მიზანი მომხმარებლებისთვის ცხოვრების გამარტივებაა და ეს სიახლეც ამას ემსახურება.

აუცილებელია, მოგზაურობამდე გაითვალისწინოთ მასპინძელი ქვეყნის მოთხოვნები. რეკომენდებულია, საზღვარზე სამოგზაურო დაზღვევის დოკუმენტის ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსიაც იქონიოთ. გამგზავრებამდე გადახედეთ უცხო ქვეყნის მოთხოვნებს და ამის მიხედვით მოაწესრიგეთ საჭირო საბუთები.

სამოგზაურო დაზღვევა საჭირო დოკუმენტია უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს და ფარავს ისეთ ხარჯებს, რომლებიც საზღვარგარეთ ყოფნისას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესებით, მედიკამენტების საჭიროებით, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური თუ ქირურგიული ჩარევით არის გამოწვეული. მოგზაურობისას, გარდა ჯანმრთელობის დაზღვევისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ დამატებითი დაფარვებით, რომლებიც მოიცავს ბარგისა და საბუთების დაზღვევას, ასევე მოგზაურობის გადადება-გაუქმებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურებას. თიბისი დაზღვევა მომხმარებლებს სამოგზაურო დაზღვევის სტანდარტულ და პრემიუმ პაკეტებს სთავაზობს. მათი შეძენა ონლაინ, მარტივად შეგიძლიათ ბი-ბოტის საშუალებით, ვებგვერდზე on.tbcinsurance.ge ან თიბისი ბანკის აპში; ასევე თიბისი ფეის აპარატებიდან.  

[პარტნიორის კონტენტი]

Avira Sound — ხმის დიზაინისა და მუსიკის კომპანია ყველაზე ხმაურიანი ამბიციებით!

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „ცხოვრებამ მასწავლა, რომ სადაც ვარ, როგორც ვარ, იქ უნდა გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი“ – მევლუდ მელაძე