27
Dec
2019

სრიალის დაზღვევა – მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევისგან

27 Dec 2019

თიბისი დაზღვევა გამოირჩევა ინოვაციური პროდუქტების და ციფრული სერვისების  დანერგვით. მორიგი სიახლე, სრიალის მოყვარულებს განსაკუთრებით გაახარებს.  საქართველოს მთის კურორტების  სეზონის გახსნისთვის პირველად საქართველოში, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს  ახალ პროდუქტს – სრიალის დაზღვევას შესთავაზებს.

პროდუქტი გათვლილია, როგორც ადგილობრივ ისე, უცხოელ დამსვენებლებზე. დაფარვის არეალი გუდაური და ბაკურიანია.

მსგავსი სადაზღვევო პროდუქტები, საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს ისეთ ქვეყნებში სადაც, განვითარებულია სამთო – სათხილამურო სპორტი და ტურიზმი. ვფიქრობთ, ეს პროდუქტი, საქართველოს მთის კურორტებს კიდევ უფრო სანდოს და მიმზიდველს გახდის უცხოელი ტურისტებისთვის.

სრიალის დაზღვევა, სამოყვარულო სრიალის დროს მიღებული ტრავმების დროს კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს (სრული დაფარვები შეგიძლია იხილოთ ბმულზე). მისი შეძენა კი ძალიან მარტივად, Facebook messenger – ში ბი ბოტის დახმარებითაა შესაძლებელი. პროდუქტის ღირებულება 1 დღე 3 ლარია.  ყოფილა შემთხვევები, როდესაც სრიალის დროს, დაშავებული ადამიანის, სამედიცინო დაწესებულებამდე დროული გადაყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენს დაზღვეულებს ვერტმფრენით გადაყვანის სერვისს ვთავაზობთ.

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე დაუკავშირიდით თიბისი დაზღვევას ნომერზე +995 32 2 42 11 11

[R]

განხილვა