in

სიცოცხლის დაზღვევა „უპირობო სიყვარულის“ ფორმაა – თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი და მისი საკომუნიკაციო კამპანია

თიბისი დაზღვევა, მომხმარებელს, სიცოცხლის დაზღვევას სთავაზობს. კომპანიაში ამბობენ, რომ საცალო ბაზრისთვის, ეს პროდუქტი, პირველად არის ხელმისაწვდომი.

„სიცოცხლის დაზღვევა ძალიან მიღებუთლი პრაქტიკაა საერთაშორისო ბაზარზე და გულისხმობს ადამიანის ბუნებრივი, თუ უბედური შემთხვევით გარდაცვალების, ან შრომისუუნარობისას, ფულადი ანაზღაურების გაცემას, დაზღვეულის მიერ წინასწარ დასახელებულ ადამიანზე. გვაქვს როგორც პერსონალური, ისე – საოჯახო შეთავაზება. 

სიცოცხლის დაზღვევა ადამიანებს საშუალებას აძლევს, იზრუნონ მათი საყვარელი ადამიანის ან ადამიანების ფინანსურ სტაბილურობაზე“

„თიბისი დაზღვევის“ ბრენდ კონსულტანტი თათია კარიაული ამბობს, რომ სიცოცხლის დაზღვევა, როგორც იდეა, ჩვენი კულტურისთვის უცხო სულაც არ არის, რადგან აქ ოჯახზე, შვილებსა და მშობლებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებაა.

„ეს არის დამატებითი ინსტრუმენტი, რომ სიცოცხლის შემდეგაც გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ სიცოცხლის დაზღვევა ღირებული შეთავაზებაა ქართველი მომხმარებლებისთვის“. 

მთავარი გზავნილი, რომლითაც „თიბისი დაზღვევამ“ ეს ახალი პროდუქტი წარადგინა, „უპირობო სიყვარულია“.

თათია კარიაულს სიცოცხლის დაზღვევის, როგორც პროდუქტის, ისე მისი საკომუნიკაციო  კამპანიის განვითარებაზე ვესაუბრეთ.

თათია კარიაული: საკომუნიკაციო სტრატეგიაზე რომ ვმუშაობდით, მივხვდით, რომ სიცოცხლის დაზღვევა ძალიან ალტრუისტული პროდუქტია – მხოლოდ მაშინ დააზღვევ სიცოცხლეს, თუ ვინმე ძალიან გიყვარს. პირადად შენ, ამ პროდუქტისგან ვერ ნახავ მატერიალურ სარგებელს და ზუსტად, აქედან წამოვიდა მთავარი მიგნება – გადაწყვეტილებას, რომ დააზღვიო სიცოცხლე, წინ უძღვის ძლიერი სიყვარულის განცდა. ეს სწორედ ის გრძნობაა, რაც ოდნავ უსიამოვნო ფაქტზე დაფიქრებისთანავე შეგაძლებინებს ნაბიჯის გადადგმას. იმას ვგულისხმობ, რომ არავისთვის არ არის სასიამოვნო სიკვდილზე ფიქრიც კი.

როდესაც ადამიანი გულწრფელად გიყვარს, მისგან არ ელოდები არაფერს, უბრალოდ და უპირობოდ გიყვარს. ვფიქრობ, სიცოცხლის დაზღვევაც სწორედ უპირობო სიყვარულის გამოხატულებაა – შენ არაფერს ელოდები სანაცვლოდ, უბრალოდ, ზრუნავ საყვარელ ადამიანებზე. ასე გაჩნდა „უპირობო სიყვარულის“ იდეა.

კამპანიის კონცეფციის შექმნაზე Windfor’s-თან ერთად, აღსრულებისას კი ძალიან ბევრ, სხვადასხვა პროფესიონალთან და ჯგუფთან ერთად ვიმუშავეთ. პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი ქეთა ყავლაშვილია, ილუსტრატორი და არტ დირექტორი – ხელოვანი Maryam Sasha. მან შექმნა კამპანიის ვიზუალური სტილი და ილუსტრაციები, სტუდია „ანიმატორმა“ კი ამ ილუსტრაციების გაცოცხლებაზე იზრუნა.

ამ ანიმაციასა და მის პერსონაჟებზე რას გვეტყვით?

„თიბისი დაზღვევის“ ბრენდისთვის მთავარი ღირებულება ადამიანი, ემპათია და ჰუმანურობაა. სწორედ ეს არის ჩვენი პროდუქტების, სერვისისა და საკომუნიკაციო კამპანიების ამომავალი წერტილი. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენი კომუნიკაცია ბუნებრივი, ორგანული და გულწრფელი იყოს. ანიმაციაში რეალური ადამიანები არიან, გული, მზე თუ გალაკტიონის ფარშავანგები მათი სიყვარულის ფორმებია. წინასწარ სცენარიც კი არ გვქონია. ის არის, რასაც თავად გრძნობენ და როგორც გამოხატავენ სიყვარულს. მგონია, რომ ამიტომაც გამოვიდა ანიმაცია ძალიან ემოციური. ჩვენი მეორე ღირებულება ექსპერიმენტი, ცდა და სიახლეების სიყვარულია. ეს ანიმაციაც ექსპერიმენტი იყო, ბევრი რამ პროცესში ვისწავლეთ და შევქმენით. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ნამდვილად ღირდა.

კიდევ რას უნდა ველოდოთ „უპირობო სიყვარულის“ საკომუნიკაციო კამპანიისგან? 

ალბათ, იცანით ზოგიერთი პერსონაჟის ხმა. კამპანიის შემდეგ ნაწილში ეს ადამიანები მოყვებიან სიყვარულზე და მათ პერსპექტივებზე. სიყვარულის აღქმა იმდენად უნიკალურია, რომ ზოგისთვის შესაძლოა, გარჩეული ფორთოხალი იყოს, ზოგისთვის – კოსმოსი… გვინდა, აუდიტორიაც დავაფიქროთ, თუ რა არის სიყვარულის ფორმა მათთვის და ჩავრთოთ ჩვენს კომუნიკაციაში. ეს პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს და ორმხრივს გახდის. კამპანია, დაახლოებით, 2 თვის განმავლობაში იქნება, სხვადასხვა მედიასა და სოციალურ ქსელში. გვექნება საინტერესო ვიდეოინტერვიუები, პოსტერები, მულტიმედიური მასალები, მაგალითად – „ინსტაგრამის“ სტიკერები, AR ემოჯი და ა.შ.

როგორ ხედავთ სიცოცხლის დაზღვევის, როგორც პროდუქტის განვითარებას?

პირველ რიგში, გვინდა, პროდუქტის სწორი პოზიციონირება მოვახდინოთ – ადამიანებს ვუთხრათ, რომ სიცოცხლის დაზღვევა არის უპირობო სიყვარულის ფორმა.

ეს ყველაფერი კომუნიკაციაში როგორ წარმოგიდგენიათ?

უპირობო სიყვარულის თემა, როგორც პლატფორმა, ძალიან დიდია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, გამოხმაურებიდან მივიღოთ ინსპირაცია და იმ „ინსაითებზე“ დაყრდნობით გადავდგათ შემდეგი ნაბიჯები, რასაც ადამიანებისგან მივიღებთ. ამ ამბავს ვიდეოდან ჩემი საყვარელი ფრაზით დავასრულებ, რომელიც გურამ წიბახაშვილს ეკუთვნის:

„სიყვარული არ არის პრაგმატული, ეს არის განცდა, რომელიც გიბიძგებს, იყო პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, სხვაზე და ალბათ, კოსმოსზე…“

Credits:

Client: TBC Insurance

Brand Team: Tatia Kariauli, Likuna Khazaradze, Tami Barnovi, Gvantsa Gelovani

Campaign Concept by Windfor’s Tbilisi

Creative Directors: Nino Gordeladze, Beqa Meparishvili

Creative Group Head: Mari Sukhishvili

Senior Art Director: Teona Shelia

Art Director: Sali Nikolaishvili

Senior Copywriter: Irina Sakvarelidze

Copywriters: David (Buskoncha) Kiladze, Sophie Ivanishvili

Strategy Developers: Mariam Chkhaidze, Elene Gugushvili

Account manager: Qeti Razmadze

Production Credits 

Project Executive: Keta Kavlashvili

Art Director: Maryam Sasha

Copywriter: Irina Sakvarelidze

Illustrator: Maryam Sasha

Animation: Studio Animatory

Sound Design: Paata Godziashvili

Original Music: Postred

Project Assistant: Tiko Lortkipanidze

Special Thanks

Merab Ninidze

Levan Tsuladze

Nino Zautashvili

Dodo Chkheidze

Luka Natchkebia

Tami Barnovi

Irina Sakvarelidze

Nestan Nene Kvinikadze

Guram Tsibakhashvili

[R]

„გუგლმა“ იდეალური სამუშაო გარემოს მითი რეალობად აქცია – Google Workspace-ში ყველაფერია შენი კომფორტისთვის

როგორ ზრუნავს ეროვნული ბანკი კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებაზე?