in

თიბისი კამპუსში სწავლა 330 სტუდენტმა დაიწყო

თიბისი კამპუსი განათლების მიღების განსხვავებული და გამორჩეული პროგრამაა, რომელიც ახალგაზრდების მზარდ ცნობისმოყვარეობას, მუდმივი განვითარების სურვილსა და მიზანსწრაფულობას პასუხობს.

თიბისი კამპუსის გაზაფხულის ნაკადზე მთელი საქართველოდან, ორეტაპიანი კონკურსის გავლის შედეგად, 330 მონაწილე იწყებს სწავლას.

სტუდენტები თიბისი კამპუსში 3 თვის განმავლობაში უფასოდ შეისწავლიან: მეწარმეობასა და ბიზნესის დაგეგმარებას, ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლებს, მონაცემთა ანალიზს, UI/UX დიზაინს, IT ბიზნესანალიზსა და ბაზრის კვლევას, ციფრულ მარკეტინგს,  სარეკლამო კონტენტის შექმნასა და საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO.

თიბისის კურსებზე მიღებული ცოდნა ახალგაზრდებს, არჩეული მიმართულებით, კონკურენტულ ბაზარზე დასაქმებასა და საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარება. თიბისი კამპუსის პარტნიორია „კოლაბი“.

თიბისი ზრუნავს, რომ განათლება ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. კამპუსში სწავლა სრულად უფასოა, ონლაინფორმატი კი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მთელი საქართველოდან მიიღონ, ამიტომ სწავლობ და ქმნი იქ, სადაც ხარ.

ყველაფერი გამოგივა, მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, თიბისის განათლების პროგრამები კი გაძლევს შესაძლებლობას ისწავლო იქ, სადაც ხარ და სიახლეების მუდმივ ძიებაში გაიღრმაო ინტერესები და ცოდნა.

 [პარტნიორის კონტენტი]

Daikin Industries – იაპონური ფესვების გლობალური ზრდა

საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა — განათლების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის