15
Apr
2019

თიბისი ქართული შრიფტის კონკურსს იწყებს

15 Apr 2019

თიბისი ბანკი ქართული შრიფტების კონკურსს “ქართული-ა” იწყებს. როგორც თავად ამბობენ, იგი ქართული მემკვიდრეობისა და იდენტობის მთავარი ატრიბუტის – დამწერლობის შენარჩუნებასა და განვითარებას ემსახურება.

ქართული დამწერლობის თანამედროვე სამყაროსთან უფრო მეტად ადაპტირება და მისი გავრცელება ქვეყნის შიგნით და გარეთ – შრიფტის კონკურსის მიზანდასახულობა სწორედ ასეთია.

კონკურსანტებს მონაწილეობის მისაღებად 1 მაისიდან შეუძლიათ დარეგისტრირება. კონკურსის ფარგლებში ისინი ახალ ქართულ შრიფტებს შექმნიან, რომელთა შორისაც საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება. ნამუშევრების მიღება კი 15 ივლისს დასრულდება.

რაც შეეხება პრიზებს, პირველი ადგილის მფლობელს 2000 ლარი გადაეცემა, მეორე ადგილის მფლობელს კი – 1000 ლარი. ასევე, გამოვლენილი საუკეთესო ფონტები განთავსდება კონკურსის ვებ-გვერდზე ქართულია.com და georgiana.ge (შემდგომში-ვებ-გვერდი) და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისათვის.

პირობებისა და სხვა დეტალური ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

 

რეგისტრაცია

განხილვა