in

აქ, ახლა უკვე შეგიძლია, სკუტერი თიბისი ლიზინგით შეიძინო!

ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი გამოჩნდა, რომელიც მარტივი გადაადგილების, ეკომეგობრულობისა და ეკონომიურობის იდეით შეიქმნა.

დღეს, საცობებით გადატვირთულ ქალაქში ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სკუტერის შეძენაა. მარტივი დაფინანსება კი კარგი გამოსავალია, არა?

თუ 21-65 წლამდე ხარ, A კატეგორიის მართვის მოწმობა ხელში გიჭირავს და ქალაქში გადაადგილება სწრაფად, ბევრი დანახარჯის გარეშე გსურს, შენთვის მშვენიერი ამბავი გვაქვს:

ქართულ ბაზარზე სრულიად ახალი პროდუქტი გამოჩნდა, რომელიც მარტივი გადაადგილების, ეკომეგობრულობისა და ეკონომიურობის იდეით შეიქმნა — აქ, ახლა უკვე შეგიძლია, სკუტერი ლიზინგით შეიძინო!

ვიდეო: გივი მაღრაძე

თიბისი ლიზინგი, როგორც მწვანე პროექტების მხარდამჭერი, მუდმივად ცდილობს, საქმიანობის არეალი გააფართოოს და მომხმარებელს ყველა ის აქტივი შესთავაზოს, რომელიც გარემოზე ზრუნვას უკავშირდება.

სწორედ ამიტომ, მომხმარებლების ინტერესიდან გამომდინარე, შეიქმნა პროდუქტი, რომელიც მოტოტექნიკას, კერძოდ – სკუტერებსა და მოტოციკლებს აფინანსებს.

ეს ნიშნავს, რომ ის სკუტერები, რომლებიც მხოლოდ შიდა განვადებით იყო ხელმისაწვდომი (ვინაიდან სხვა საშუალება ოფიციალურად არ არსებობდა), დღეს უკვე შეგიძლია, ლიზინგით შეიძინო.

ამ ეტაპზე ლიზინგით მხოლოდ ახალი მოტოტექნიკის შეძენაა შესაძლებელი. მიზეზი, რატომაც აქცენტი თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციაზეა, არის ის, რომ მათ გამონაბოლქვი, მეორადებისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლები აქვს

რა უნდა იცოდე ლიზინგის პირობების შესახებ:
პირველი კითხვა, რაც ფინანსური პროდუქტის შესახებ ჩნდება, მისი შესაძლო ვადა და პროცენტის მოცულობაა, ეს კი, დამოკიდებულია თავად მომხმარებლის საკრედიტო ისტორიაზე. თუმცა ლიზინგის ერთ-ერთი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ დამტკიცების პროცესში შემოსავლების დეტალური შესწავლა არ ხდება.

სკუტერის შემთხვევაში, 15 000 ლარამდე ღირებულების მოტოტექნიკის ლიზინგით დასაფინანსებლად, პირადობის დამადასტურებელი და მართვის მოწმობა გეყოფა.

შემოსავლების დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა დაგჭირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასურველი მოტოტექნიკის ღირებულება 15 000 ლარზე მეტი იქნება.

სკუტერის ლიზინგით შეძენისას შეგიძლია, გადასახადი 3 თვიდან 2 წლამდე პერიოდში დაფარო.

მოტოტექნიკის ლიზინგით შეძენას თუ გადაწყვეტ, პირველ ეტაპზე შენ გიწევს საერთო ღირებულების მხოლოდ 20%-ის გადახდა, გაცემის საკომისიო კი 0%-ს შეადგენს.

კომპანიასთან დასაკავშირებლად, გადადი ბმულზე.

[R]

ფიზიკის ბაკალავრის ხარისხის მქონე 11 წლის ბიჭი ცოდნას უკვდავების მისაღწევად გამოიყენებს

რა მნიშვნელობა აქვს SWING Festival-ისთვის ფოთს და პირიქით?!