რამდენიმე თვის წინ თიბისი ლიზინგმა ავტომობილის ჩანაცვლების ე.წ TRADE IN პროდუქტი დანერგა, რაც შენს მფლობელობაში არსებული მანქანის 1 დღეში შესყიდვისა და ახლის დაფინანსების პროცესს გულისხმობს. მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, თავი მოვუყარეთ შეკითხვებს, რომლებზე პასუხებიც დაგარწმუნებს, რომ დროისა და ენერგიის დასაზოგადად TRADE IN სწორი გადაწყვეტილებაა.
რას გულისხმობს „ჩაანაცვლე“ ანუ „TRADE IN”?
კიდევ უფრო ნათლად რომ წარმოვიდგინოთ პროცესი, მსგავსი საოპერაციო მოდელი ხშირად გვხვდება ტექნიკის მაღაზიებში, სადაც ჩვენ მიერ წლების მანძილზე გამოყენებული მობილური ტელეფონის ჩაბარებას და ახლის შემცირებულ ფასად ყიდვას გვთავაზობენ. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს ავტომობილებზეც, თიბისი ლიზინგი შენს მფლობელობაში არსებულ ავტომობილს შეაფასებს – ჩაიბარებს, აღნიშნულ თანხას თანამონაწილეობაში ჩაგითვლის და ახალს დაგიფინანსებს.

როგორია ეს პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ?
პირველ ეტაპზე თიბისი ლიზინგის ექსპერტები შეაფასებენ ავტომობილს. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება როგორც საბაზრო ფასი, ასევე მანქანის მდგომარეობა. სწორედ ეს თანხა გამოაკლდება ახლის ღირებულებას, რადგან თანამონაწილეობად ჩაითვლება. დარჩენილი თანხა კი სტანდარტულად, ლიზინგის გადასახადად გადანაწილდება.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ჩემი ავტომობილი?
აქტივის ღირებულება MIN 2,000$ – MAX 60,000$ (ექვივალენტი ლარში) ჩასაბარებელი ავტომობილის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 15 წელს; მაქსიმალური გარბენი: 300,000 კმ;
შემიძლია აღნიშნული პირობით რამდენიმე ავტომობილზე ვისარგებლო?
ფიზიკური პირების შემთხვევაში აღნიშნული პროდუქტი მაქსიმუმ 2 ავტომობილზე ვრცელდება.
რატომ უნდა ვისარგებლო ახალი პროდუქტით?
პასუხი მარტივია – ყველაფერი ერთი ფანჯრის პრინციპით, მარტივად ჩაიხურება. არ დაგჭირდება ძველი ავტომობილის დასურათება, გასაყიდ პლატფორმებზე განთავსება, პოტენციურ მომხმარებლებთან გასაუბრება, შეხვედრა და მსგავსი პროცედურები, არც ახლის დაფინანსებას გაირთულებ.
თუ კითხვები გაქვს, აკრიფე *2277, ან თიბისი ლიზინგის სოციალურ მედიაპლატფორმებზე გიპასუხებენ.
[პარტნიორის კონტენტი]









