in

როცა ავტომობილის ამერიკის აუქციონზე შეძენას ფიქრობ

TBC LEASING X CAREX IMPORT

საქართველოში ავტომობილის იმპორტით შეძენის ტენდენცია მზარდია, რაზეც 2023 წლის სტატისტიკაც მოწმობს. ქვეყანაში 300,000 ერთეულამდე ავტომობილის იმპორტი განხორციელდა — ლიდერი, რა თქმა უნდა, ამერიკაა, ქვეყანა რომლის უმსხვილეს აუქციონებზე სატრანსპორტო საშუალებების შეძენა წლიდან წლამდე მარტივდება. გასაკვირი არ არის, რომ მიუხედავად სიმარტივისა, ამ პროცესში საიმედო პარტნიორი, იმპორტიორი კომპანია გჭირდება, ავტომობილის ჩამოსვლამდე 24/7-ზე ხელმისაწვდომი ასისტენტით, რომელიც მუდმივად განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდის და შენს კითხვებსაც უპასუხებს. მიუხედავად აქტუალობისა, ეს სერვისი ბევრ კომპანიაში არ არის ხელმისაწვდომი. დღეს კი სხვა ქეისზე, მოქნილ იმპორტიორ კომპანიასა და დაფინანსებაზე მოგიყვებით. 

თუ შენს გარშემოც შეინიშნება იმპორტით ავტომობილის შეძენის ტენდენცია და თავადაც გეფიქრება აღნიშნულზე, რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ. 

კი, ადგილზე შეძენა უფრო ძვირია, ვიდრე იმპორტით

აღნიშნული თეორიის გადამოწმება ძალიან მარტივია. კერძო პირი ყოველთვის ელის მეტად სარფიან წინადადებას და თუ თანხა სასწრაფოდ არ სჭირდება, შესაძლოა სულაც არ ეჩქარებოდეს საკუთარ ავტომობილთან გამომშვიდობება. აუქციონზე განთავსებული ათასობით ვარიანტი დიდ კონკურენციაში ხვდება, ასევე სწორი სტრატეგიის შემთხვევაში ლიმიტირებულ დროში საუკეთესო წინადადებას მიიღებ. 

შეამოწმე ძირითადი მახასიათებლები

რა თქმა უნდა, დაუწერელ კანონზე ვსაუბრობთ, თუმცა აუცილებლად უნდა აღგვენიშნა, რომ მაცდურია ნაავარიები, კარგად დაზიანებული ავტომობილის იაფად შეძენის იდეა, რადგან დაბალი ფასიდან გამომდინარე, შეკეთების ხარჯებიც გეცოტავება. სამწუხაროდ, როგორც მომხმარებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი აღნიშნავს, დამოუკიდებლად შერჩევა-შესყიდვის შემდეგ, ადგილზე ჩამოსული ავტომობილი უფრო მეტად არის დაზიანებული, ვიდრე ფოტოზე გამოიყურებოდა. 

გაიმარტივე დაფინანსება 

უცხოურ აუქციონებზე ყოველწლიურად მილიონობით ავტომობილი იყიდება. ლოგიკურია, რომ ასეთ არჩევანში შეიძლება ისეთმა წინადადებამ მოგხიბლოს, რომელსაც შენი ბიუჯეტი აღემატება. გაითვალისწინე, რომ თიბისი ლიზინგი იმპორტის დაფინანსების მოქნილ პირობებს გთავაზობს. საჭიროა მინიმალური საბუთები და  თანამონაწილეობა, რაც ავტომობილის ღირებულების 20%-დან იწყება. მნიშვნელოვანია, რომ ლიზინგის გადასახადის გადახდას მას შემდეგ დაიწყებ, რაც ავტომობილი საქართველოს საზღვრებში შემოვა. 

ჩაანაცვლე შენი ავტომობილი

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თიბისი ლიზინგს ახალი პროდუქტი აქვს, რომელიც შენს საკუთრებაში არსებული ავტომობილის ჩანაცვლებას გთავაზობს, მათ შორის იმპორტის შემთხვევაში. საფინანსო ინსტიტუტი თავიდან გაშორებს ავტომობილის გაყიდვის დამღლელ პროცესს და ახლის დაფინანსებაში გეხმარება. ვრცლად პროდუქტის შესახებ ამ ბმულზე შეიტყობ.

შეარჩიე საიმედო იმპორტიორი კომპანია

თუ საიმედო იმპორტიორი კომპანიის სერვისით ისარგებლებ, ავტომობილის შერჩევა-შესყიდვის პროცესს მნიშვნელოვნად გაიმარტივებ. ქარექს იმპორტი/carex import ერთი მხრივ, ბაზარზე ოპერირების რამდენიმეწლიან ისტორიას, ასობით ჩამოყვანილ ავტომობილს და კმაყოფილ მომხმარებელს აერთიანებს, მეორე მხრივ — თიბისი ლიზინგის პარტნიორია, რაც დაფინანსების პროცესსაც მეტად მოქნილს ხდის. ქარექსის ექსპერტების გუნდი თავად იზრუნებს შენთვის სასურველ ვარიანტებს შორის ოპტიმალურის შეთავაზებაზე, შემდეგ ყოველგვარი შუამავლობის გარეშე ჩამოგიყვანს სატრანსპორტო საშუალებას მინიმალური ტარიფით.

მოკლედ, თუ ავტომობილის ამერიკის აუქციონზე შეძენას ფიქრობ, საიმედო პარტნიორებთან ერთად #უფრომარტივია.

[პარტნიორის კონტენტი]

4Hospitals-ის პროექტი #4ART – გამოფენა ღია ცის ქვეშ

ტრენერთა დღე – ბედნიერებისა და განვითარების სამიტი 2024